Home » მთავარი » ელისაშვილმა კახა კალაძეს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა

ელისაშვილმა კახა კალაძეს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა

თბილისის მერობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა ალეკო ელისაშვილმა “ქართული ოცნების” მერობის კანდიდატს კახა კალაძეს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა, თუმცა ის მიიჩნევს, რომ არჩევნები უთანასწორო გარემოში წარიმართა. ელისაშვილი ამბობს, რომ მთელი საარჩევნო პერიოდის განმავლობაში მის წინააღმდეგ ანტიპიარი გორდებოდა.

ალეკო ელისაშვილმა მომხრეებს, შტაბის წევრებს და მოხალისე დამკვირვებლებს მადლობა გადაუხადა. რაც შეეხებს მის სამომავლო გეგმებს, მერობის კანდიდატი ამბობს, რომ უკეთესი თბილისისთვის ბრძოლას მაინც გააგრძელებს.

ცესკოს მონაცემებით, ალეკო ელისაშვილს თბილისში ამომრჩევლის 17.46 %-იანი მხარდაჭერა აქვს.

Facebook Comments
x

Check Also

ტალიაშვილის ინიციატივით და კერძო სექტორთან თანამშრომლობით ზღვისუბანში შეჭირვებული ოჯახების მხარდასაჭერი აქცია გრძელდება

თბილისის საკრებულოს ზღვისუბნის მაჟორიტარი დეპუტატის, თამარ ტალიაშვილისა და კერძო სექტორის ერთობლივი საქველმოქმედო აქციის ფარგლებში, ზღვისუბანში ...