Home » მთავარი » ელისო კილაძე: სახალხო დამცველს მიაწვდინეთ ხმა, კოლეგებო!

ელისო კილაძე: სახალხო დამცველს მიაწვდინეთ ხმა, კოლეგებო!

გაზეთ „ქრონიკა +“ მთავარი რედაქტორის ვაჟი დაკავებულია, ელისო კილაძე მთავარ სამართველოსთან იმყოფება. მისი თქმით ადვოკატს დაკავებულთან არ უშვებენ.

-„მეორე საათია ჩემს შვილთან ადვოკატს არ უშვებენ-ან ნაცემია ,ან ჩადებას ვერ აპრავებენ.
სახალხო დამცველს მიაწვდინეთ ხმა, კოლეგებო !!!!
გამომძიებელი არც მესიჯებს პასუხობს,არც სატელეფონო ზარს !!!!“-წერს კილაძე სოციალურ ქსელში.

როგორც შსს-ში აცხადებენ, სამართალდამცავებმა ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, თბილისში 1989 წელს დაბადებული დ.ხ. დააკავეს. დაკავებულის ჩხრეკის შედეგად ამოღებულია ნარკოტიკული საშუალება . უწყების ცნობით, გამოძიება 260-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვა, გასაღებას გულისხმობს.

Facebook Comments
x

Check Also

“საოცარი ფენომენია ქართველ ებრაელთა დამოკიდებულება ქართველების მიმართ და პირიქით…”

დავით აღმაშენებლის სახელობის აკადემიაში, თემაზე “ ქართულ – ებრაულ ურთიერთობებში განათლებისა და კულტურის მიმართულების განვითარების ...