Home » მთავარი » ელისო კილაძის მეუღლემ შს მინისტრს სახელმწიფო ჯილდო დაუბრუნა

ელისო კილაძის მეუღლემ შს მინისტრს სახელმწიფო ჯილდო დაუბრუნა

პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსანი გრიგოლ ხარშილაძე შს მინისტრს სახელმწიფო ჯილდოს უბრუნებს. ამის შესახებ “ქრონიკა +”-ის რედაქტორმა ელისო კილაძემ სუს-ის შენობასთან ბრიფინგზე განაცხადა და შემდეგ მეუღლის განცხადება  კანცელარიაში ჩააბარა.

როგორც გრიგოლ ხარშილაძე განცხადებაში წერს, მან გადაწყვიტა სახელმწიფო ჯილდო მედალი „მხედრული მამაცობისთვის“ სახელმწიფოს დაუბრუნოს, რათა ეს ჯილდო გადასცენ იმ პოლიციელებს, რომლებმაც დიდი ოდენობით ნარკოტიკი ჩაუდვეს მის შვილს, დავით ხარშილაძეს.

ელისო კილაძემ მეუღლის განცხადება სუს-ის შენობაში წაიკითხა.

Facebook Comments
x

Check Also

ყველას ვალია გამოვიყენოთ ნებისმიერი ტრიბუნა ვაჟა ექიმის გასათავისუფლებლად

“ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” გენერალური მდივანისა და დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, ქართული მხარე ...