Home » მთავარი » “ელჩებმა უნდა მოახდინონ რეაგირება, თუ რა სახის ანგარიშები აქვს ნათელაშვილს…”

“ელჩებმა უნდა მოახდინონ რეაგირება, თუ რა სახის ანგარიშები აქვს ნათელაშვილს…”

“ნათელაშვილმა და მისმა პოეტმა მეუღლემ ბიუჯეტის ფულით დრო გაატარეს ამერიკის შეერთებულ შტატებში”, – ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე „მემარცხენე ალიანსის“ გენერალურმა მდივანმა, სოსო შატბერაშვილმა განაცხადა.

შატბერაშვილი აღნიშნავს, რომ ნათელაშვილმა ბიუჯეტს თანხა დაუმალა და მისი ანგარიშები ყოველთვის იწვევდა კითხვებს.

„ნათელაშვილი გახლავთ ერთადერთი პიროვნება ოპოზიციურ სპექტრში, რომელმაც გრანდიოზული ქონება ისე დააგროვა, რომ ხელისუფლებაში არც კი ყოფილა, ეს ქონება დააგროვა მხოლოდ და მხოლოდ კორუფციით. მის ანგარიშებს, ამ ეტაპზე, ადევს ინკასო, რადგან 20% ბიუჯეტს დაუმალა. ნათელაშვილის პარტიის ოფისში არ შედის აუდიტი და არ ამოწმებს მის ანგარიშებს. საშობაო ტური ნათელაშვილმა და მისმა ცოლმა მოიწყვეს ამერიკაში. პარტიის სხვა წევრები ითხოვდნენ აგრეთვე, გენდერული თანასწორობისთვის გამოყოფილი ხარჯების გამჭვირვალობას, თუმცა ესეც არ მოხერხდა, ეს კი უხსნის ხელ-ფეხს შალვა ნათელაშვილს და დღეს უკვე ბოლო ხმაზე ყვირის, რომ დაუყადაღეს ანგარიშები ხელისუფლებამ და ბიძინა ივანიშვილმა და დიპლომატიურ კორპუსსაც კი მიმართა.

მე მივმართავ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს საქართველოში, ელჩებს: ნათელაშვილს აქვს უზარმაზარი თანხები ევროპაში, ამ ქვეყნის ელჩებმა უნდა მოახდინონ რეაგირება, თუ რა სახის ანგარიშები აქვს თაღლით, მევახშე შალვა ნათელაშვილს ევროპაში და დაედოს ყადაღა მის ანგარიშებს, ამის შემდეგ კი დაიწყონ გამოძიება””- აცხადებს სოსო შატბერაშვილი “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

რაზე ისაუბრეს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა და საფრანგეთის თავდაცვის ატაშემ

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საფრანგეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში დიეგო კოლასს უმასპინძლა. თავდაცვის ...