Home » მთავარი » ელჩის მკვლელი ყოფილი პოლიციელია-რუსეთმა მკვლელობას ტერაქტის კვალიფიკაცია მიანიჭა

ელჩის მკვლელი ყოფილი პოლიციელია-რუსეთმა მკვლელობას ტერაქტის კვალიფიკაცია მიანიჭა

CNN Turk-ის ინფორმაციით, რუსეთის ელჩის მკვლელი ყოფილი პოლიციელია.

ანდრეი კარლოვის მკვლელობა დაგმო გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ. გაეროს პოზიცია სტეფან დიუჟარიკმა გააჟღერა. მისი თქმით, გაერო იმედს გამოთქვამს, რომ დამნაშავეები იქნებიან დასჯილნი.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ ოფიციალური რუსეთის პოზიცია ამ წუთებში გააცხადა. მისი თქმით მკვლელობას ტერაქტის კვალიფიცირება მიეცა.

მკვლელობას გამოეხმაურა საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანცუა ოლანდი და დაგმო მომხდარი. ინფორმაციას ელისელის სასახლე ტვიტერზე ავრცელებს.

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

2 ივნისიდან პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტაცია იწყება

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო 2 ივნისიდან 25 ივნისის ჩათვლით პირველკლასელთა რეგისტრაციის III ...