Home » მთავარი » ემზარ კვიციანის მხარდასაჭერად პარლამენტთან აქცია გაიმართება

ემზარ კვიციანის მხარდასაჭერად პარლამენტთან აქცია გაიმართება

უფლებადამცველის, ადვოკატის და პოლიტპატიმრის, მამუკა ტუსკაძის ინიციატივითა და ორგანიზატორობით, მიმდინარე წლის 30 ნოემბერს დღის 12:00 ქ.თბილისში საქართველოს პარლამენტის წინ არასამთავრობო ორგანიზაცია ,,უფლებადამცველთა სახლი „  საპროტესტო აქციას მართავს.

როგორც აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი დავით ნემსაძე აცხადებს, აქციით ისინი  მხარს უჭერენ ემზარ კვიციანის კანდიდატურას თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის პოსტზე.

-“ჩვენ მივიჩნევთ რომ ამ სპეციფიური მიმართულებით შეიარაღებული ძალების თადარიგის პოლკოვნიკ ემზარ კვიციანს რომელიც წლების მანძილზე იყო ურყევი გარანტი კოდორის ხეობის საქართველოს სუვერენულ შემადგენლობაში ყოფნისა ალტერნატივა არ გააჩნია”-აცხადებს შეიარაღებული ძალების თადარიგის ოფიცერი, რამდენიმე თვის წინ გათავისუფლებული დავით ნემსაძე.

13614952_1656332034688606_6221665363302652601_n

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

საქართველოში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 5 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 5 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. მარინა ეზუგბაია -8 ახალი კოვიდინფიცირებიდან, ...