Home » მთავარი » ენერგეტიკის ექს მინისტრი ილია ელოშვილი ვიცე მერის ადგილს დაიკავებს

ენერგეტიკის ექს მინისტრი ილია ელოშვილი ვიცე მერის ადგილს დაიკავებს

ახალარჩეულმა მერმა  ოთხი ვიცე მერი წარადგინა.

პირველ მოადგილედ ირაკლი ხმალაძე დაასახელა, რომელიც ენერგეტიკის სამინისტროში მუშაობდა და მთელი საარჩევნო კამპანიის დროს მის გვერდით იყო.

მეორე ვიცე მერი გარემოს დაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე მაია ბითაძე იქნება.

თავის პოსტს ისევ შეინარჩუნებს გიგა ნიკოლეიშვილი, რომელიც კალაძემ მესამე მოადგილედ წარადგინა.

მეოთხე მოადგილედ ირაკლი ბენდელიანი დასახელდა.

ხოლო მეხუთე ვიცე მერი ილია ელოშვილი იქნება, რომელმაც ენერგეტიკის მინისტრის პოსტზე კახი კალაძე შეცვალა, თუმცა ამ დღეებში აღნიშნული სამინისტროს გაუქმების შემდეგ ელოშვილი მინისტრის პორტფელის გარეშე დარჩა.

კახი კალაძის განცხადებით, სლოგანი „სიცოცხლით სავსე ქალაქი“ მხოლოდ დაპირება არ ყოფილა და თავის გუნდთან ერთად ის ყველანაირად შეეცდება,  თითოეული ადამიანისთვის თბილისში ცხოვრება სასურველი და კომფორტული გახდეს.

Facebook Comments
x

Check Also

„საბრძოლო მომზადების კუთხით ჩვენ ნატოსთან თავსებადები ვართ“

საქართველოს თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ქართველი სამხედროების საბრძოლო მომზადების დონე ნატოს სტანდარტების შესაბამისია – ამის შესახებ ...