Home » მთავარი » “ენმ უნდა შევიდეს პარლამენტში და მიიღოს მონაწილეობა მეორე ტურებში”

“ენმ უნდა შევიდეს პარლამენტში და მიიღოს მონაწილეობა მეორე ტურებში”

„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს სხდომამდე საგანგებო ბრიფინგი გამართა გიგა ბოკერიამ და აღნიშნა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ უნდა შევიდეს პარლამენტში და უნდა მიიღოს მონაწილეობა დაგეგმილ მეორე ტურებშიც:

„განიხილება ორი უმნიშვნელოვანესი საკითხი, არჩევნების მეორე ტურსა და საპარლამენტო ცხოვრებაში მონაწილეობის შესახებ. მსურს საჯაროდ დავაფიქსირო ჩემი პოზიცია, მესმის ჩვენი ამომრჩევლების ერთი ნაწილის აღშფოთება, მე მყარად მჯერა, რომ მიუხედავად ამ არასამართლიანი არჩევნებისა, ჩვენი პოლიტიკური ძალა, როგორც ერთადერთი ქმედითი ოპოზიციური ძალა ჩვენს ქვეყანაში, აუცილებლად უნდა შევიდეს პარლამენტში და აუცილებლად უნდა მიიღოს მონაწილეობა მეორე ტურებში. ეს არის აუცილებელი იმ 500 ათასი ადამიანის პატივისცემიდან გამომდინარე, ვინც მოგვცა ჩვენ ხმა. უნდა მივიღოთ მონაწილეობა მეორე ტურში რათა ივანიშვილმა ვერ შეძლოს საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება. დიდი იმედი მაქვს რომ ჩვენი პოლიტიკური ძალა ამ სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს“ – განაცხადა ბოკერიამ.

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

გამოჯანმრთელებული 52 პაციენტია

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 227 მათ შორის გამოჯანმრთელებული – 52 მათ შორის გარდაცვლილი- 3 კარანტინის რეჟიმში – 4829 სტაციონარში ...