You are here
ერევნის მერიაში სხდომაზე დეპუტატ ქალს სცემეს მთავარი პოლიტიკა უცხოეთი ყველა სიახლე 

ერევნის მერიაში სხდომაზე დეპუტატ ქალს სცემეს

ერევნის მერიაში გამართულ სხდომაზე ერთ-ერთი ფრაქციის წევრებმა ოპოზიციონერ დეპუტატს მარინა ხაჩატრიანს სცემეს. ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.

სხდომაზე ოპოზიციურმა ფრაქციამ ნუბარაშენის რაიონში აღებული წყლის ნიმუში მიიტანა. როგორც ირკვევა, ნუბარაშენის რაიონში წყლის რეზერვუარის გამო, უსიამოვნო სუნი დგას. რაიონს წყლისა და კანალიზაციის პრობლემა დიდი ხანია აწუხებს.

მარინა ხაჩატრიანმა წყლის სინჯი მერს მიაწოდა, რა დროსაც უსაფრთხოების სამსახურმა მისი შეჩერება სცადა, მმართველი პარტიის წევრებმა კი მას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

დაპირისპირების შემდეგ სხდომაზე შესვენება გამოცხადდა.

 

Comments

comments

Related posts