Home » მთავარი » “ერთად დგომით, ერთმანეთის სიყვარულით ყველა პრობლემის დაძლევას შევძლებთ“

“ერთად დგომით, ერთმანეთის სიყვარულით ყველა პრობლემის დაძლევას შევძლებთ“

   სააგენტოზე გამოქვეყნებულ საზღვრისპირა სოფლებიდან რეპორტაჟს- „საზღვრისპირა სოფლები და ბავშვები სევდიანი თვალებით…“ იხ.

http://www.geomediatv.ge/%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%96%E1%83%A6%E1%83%95%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%9E%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%90-%E1%83%A1%E1%83%9D%E1%83%A4%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98-%E1%83%93%E1%83%90/

  ქალთა საბჭოს ქვემო ქართლის რეგიონალური ორგანიზაციის თავმჯდომარე თამარ მურილოვა გამოეხმაურა:

-„ ნამდვილად მტკივნეული თემაა, ძალიან ბევრგან, სოფლად, განსაკუთრებით გამყოფი ხაზის პირა სოფლებში შეიმჩნევა ზემოთ ჩამოთვლილი პრობლემები. ომს თავისი დაუწერელი კანონები აქვს, ომის დროს უფრო მეტად ზარალდებიან ქალები და ბავშვები, მოხუცები.ზემოთ ჩამოთვლილ სოფლებში ბევრი პროექტი განხორციელდა, გაზიფიცირდა, სასმელი წყლის პრობლემა მოეხსნათ, აქვთ უფასო საბავშვო ბაღები, სკოლები რომ აღარაფერი ვთქვათ საყოველთაო ჯანდაცვაზე და ამ სფეროში იმ განსაკუთებულ ყურადღებაზე, რასაც სახელმწიფო იჩენს  მოსახლეობისადმი. არაერთი პროექტი ფინანსდება სოფლის მეურნეობის კუთხით და კიდევ უამრავი რამ , თუმცა გასაკეთებელი ბევრია, ძალიან ბევრი. ბედნიერი ვერ იქნება ადამიანი როგორი საუკეთესო მდგომარეობაც არ უნდა ჰქონდეს მატერიალურად, მორალურად, ფიზიკურად, თუ მის გარშემო ადამიანები უბედურები არიან…

…ამიტომ, ყველა ადამიანმა ვისაც პრეტენზია აქვს ქვეყნის მამულიშვილობაზე უნდა ნახოს საქართველოს ყველა სოფელი, ყველა ქალაქი, ყველა ოჯახი და ყოველი დღე ვაქციოთ ერთმანეთის, ჩვენი მომავლის. გადარჩენის დღედ. ერთად დგომით, ერთმანეთის სიყვარულით ყველა პრობლემის დაძლევას შევძლებთ“

20160813_141538 20160813_133335 20160813_141951

 

 

 

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

“საოცარი ფენომენია ქართველ ებრაელთა დამოკიდებულება ქართველების მიმართ და პირიქით…”

დავით აღმაშენებლის სახელობის აკადემიაში, თემაზე “ ქართულ – ებრაულ ურთიერთობებში განათლებისა და კულტურის მიმართულების განვითარების ...