Home » მთავარი » ერთი გაიკითხეთ ხალხში, როგორ ამოუვიდათ ყელში ეს “ცნობადი მოლაქლაქეები”

ერთი გაიკითხეთ ხალხში, როგორ ამოუვიდათ ყელში ეს “ცნობადი მოლაქლაქეები”

სახტად დარჩენილები კი ვართ ჯერ, მაგრამ არითმეტიკასთან არა ვართ მწყრალად!…

პოლიტოლოგი, გია ხუხაშვილის მიერ  „ქართული ოცნების“ წარდგენილი ახალ სახეების შეფასებას-„მათი ორი პარამეტრით – ცნობადობის ინდექსითა და დებატების წარმოების უნარით – მათივე ერთ-ერთი მთავარი ოპონენტის, „ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო სიის პირველ ათეულთან შედარება, ამ უკანასკნელს აბსოლუტურად მომგებიან პოზიციაში აყენებს, უფრო ზუსტად კი, ხუხაშვილისთვის ეს, „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან 10-0-ის მოგებას ნიშნავს“-პროგრესულ დემოკრატიული პარტიის დევნილთა ორგანიზაციის აფხაზეთის სექტორის კურატორი მარინა ჩაჩუა ეხმიანება:

-„ვისგან, ვისგან და თქვენგან ამას არ მოველოდი, რომ ეს სტერეოტიპი ასეთი სიძლიერით თქვენშიც იქნებოდა ცნობადობასთან დაკავშირებით.
ერთი გაიკითხეთ ხალხში, როგორ ამოუვიდათ ყელში ეს “ცნობადი მოლაქლაქეები”, ნამდვილად არ ვიცი “ოცნების” სიის პოტენციალი ორი – სამის გარდა, მაგრამ კარგით რა, ვისთან არა აქვთ შანსი “ცნობად” ბაქრაძესთან და საერთოდ მაგ 15–ვესთან? მათთან შანსი ვფიქრობ მეცა მაქვს, მაგრამ აბა მე ვინ მიმიშვებს “არაცნობადად” დაბერებულს?
ისე, “ოცნებაზე” მაინცდამაინც არ ვაფანატებ, მაგრამ ეს ის შემთხვევაა, როცა ძალიან გამაოცეთ კერძოდ თქვენ, სხვის ნათქვამს ალბათ გავატარებდი. და კიდევ, ბატონო გია, მოკლედ ასე დავყავით არა? –
1.”ცნობადები”, რომლებიც 25 წელია ყველა მთავრობას ერგებიან, ხალხს ნერვებს გვიშლიან და “მუდმივშანსიანებად” იწოდებიან;
2. “არაცნობადები”, რომლებიც ცნობილი ხდებიან “არცნობადობადობით”, “უშანსოებად” იწოდბიან;
3. არის კიდევ მესამე ყველასგან მივიწყებული კატეგორია – “სახტად დარჩენილი სხვა დანარჩენები”, ანუ კატეგორია, რომლის ხმაზეა დამოკიდებული “ცნობად–არაცნობადები”.
ჰოდა, ამ მესამე კატეგორიას თუ უხსნით თქვენს ამოხსნილ ამოცანას, რომლის პასუხია “10–0”, ნუღარ შეწუხდებით, სახტად დარჩენილები კი ვართ ჯერ, მაგრა არითმეტიკასთან არა ვართ მწყრალად და სხვა მეცნიერებებთანაც სხვათა შორის.
არა, არა, გაოცება არ გამდის!..“

 

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

“79 სკოლის მოსწავლეს, რომელიც დღეს აშშ-ში იმყოფება, საქართველოში ჩამოვიყვანთ”

გიორგი გახარია – საქართველოს და აშშ-ს მთავრობის ერთობლივი გადაწყვეტილებით, 79 ქართველ სკოლის მოსწავლეს, რომელიც დღეს ...