Home » კატეგორიის გარეშე » “ერთობის დარღვევით ბურთს საკუთარ კარში გაიტანთ და ბიძინას თამაშს ითამაშებთ!”

“ერთობის დარღვევით ბურთს საკუთარ კარში გაიტანთ და ბიძინას თამაშს ითამაშებთ!”

დავით ნებიერიძე ენმ-ს და ყველა იმ ადამიანს მიმართავს, ვინც ხმა „ნაციონალურ მოძრაობას“ მისცა და ვინც ამ პარტიის  სწორ გადაწყვეტილებაზე ამყარებს იმედებს.

-“რადიკალიზაციის მომხრეებიდან არა მგონია ვინმეს პუნქტობრივად ჩამოეყალიბებინოს ამ გადაწყვეტილების პლუსები და მინუსები. გადაწყვეტილებები, რომლებიც მხოლოდ ემოციებით მიიღება, ყოველთვის მცდარია. პოლიტიკაში, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც ქვეყნის სახელმწიფოებრიობის ყოფნა-არყოფნის საკითხი დგება, პრაგმატული გადაწყვეტილება ცივი გონებით მიიღება და მხოლოდ ცხელი გულით გამოცხადდება.

ყოველივე ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, თითოეული პატრიოტი ადამიანი, რომელიც საკუთარ პოზიციას აქტიურად აფიქსირებს, ჯერ უნდა დამშვიდდეს და ემოციებისგან სრულებით დაიცალოს, შემდეგ დიდხანს მოუსმინოს მომხრეებს და უფრო დიდხანს მოწინააღმდეგეებს. ყველა პლუსი და მინუსი დააპირისპიროს და მხოლოდ ამის შემდეგ გამოხატოს საკუთარი პოზიცია, ოღონდ იმასაც წინასწარ უნდა იყოს შეგუებული, რომ შესაძლებელია თანამებრძოლთა შორის უმრავლესობაში სულაც არ აღმოჩნდეს. ეს იმიტომ, რომ თუ უმრავლესობამ თქვენი საპირისპირო გადაწყვეტილება მიიღო, აუცილებლად უნდა დათანხმდეთ, რომ გადამწყვეტ მომენტში პარტიული ერთობა შევინარჩუნოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენ ბურთს საკუთარ კარში გაიტანთ და ბიძინას თამაშს ითამაშებთ. ბიძინა გამარჯვებული მხოლოდ ერთ შემთხვევაში იქნება  – თუ დაგვასუსტებს! თუ ჩვენს ერთობას დაარღვევს და დაგვაქუცმაცებს.

ჩვენ ვართ მზარდი შედეგების პარტია, რომელიც ფენიქსივით აღსდგა და ყველა უკანონობის მიუხედავად ძალიან კარგი შედეგი აჩვენა. ქოცების შემდგომი ლპობის ფონზე ეს გადამწყვეტ უპირატესობას გვაძლევს. დრო ჩვენზე მუშაობს. მთავარია ერთობის შენარჩუნება და კიდევ უფრო დიდი შემართებით ბრძოლის გაგრძელება.

P.S. ჯორჯ ვაშინქტონმა ინგლისელებთან ყველა ბრძოლა წააგო. მაგრამ, აშშ-ს დამოუკიდებლობა მაინც მოუტანა. იმიტომ, რომ არ შეეგუა, გუნდი და არმია შეინარჩუნა და მიახვედრა მსოფლიოს უდიდეს იმპერიას, რომ ბრძოლა არასოდეს დასრულდებოდა, სანამ ამერიკის შეერთებული შტატები არ მიაღწევდა დამოუკიდებლობას.

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი გრძელდება

თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში საქართველოს საინვესტიციო ფორუმი იხსნება. თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში საქართველოს ...