Home » მთავარი » “ერთობლივად მივალთ საუკეთესო გადაწყვეტილებამდე საქართველოს მომავლისთვისთვის”

“ერთობლივად მივალთ საუკეთესო გადაწყვეტილებამდე საქართველოს მომავლისთვისთვის”

„ვფიქრობ, რომ ერთობლივად, ჩვენ მივალთ საუკეთესო გადაწყვეტილებამდე საქართველოს მომავლისთვის“,- ამის შესახებ ვენეციის კომისიის მდივანმა, თომას მარკერტმა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან, ირაკლი კობახიძესთან და პარლამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილესთან, თამარ ჩუგოშვილთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„ვისაუბრეთ კონსტიტუციური კანონის პროექტის შესახებ, რომელთან დაკავშირებითაც ჩვენ საქართველოს ხელისუფლებასთან უკვე გარკვეული პერიოდია, გვაქვს კონტაქტი. ჩვენ ერთად ვიმუშავეთ და ვფიქრობ, რომ ერთობლივად,  მივალთ საუკეთესო გადაწყვეტილებამდე საქართველოს მომავლისთვის“,- განაცხადა თომას მარკერტმა. მისივე შეფასებით, გადაუნაწილებელ მანდატებთან დაკავშირებით ზედა ზღვარის დაწესება, პოზიტიური ნაბიჯია.

Facebook Comments
x

Check Also

საქართველოში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 5 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 5 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. მარინა ეზუგბაია -8 ახალი კოვიდინფიცირებიდან, ...