Home » მთავარი » „ერთსულოვნების“ თანამშრომლები პატრიარქს პეტრე ცაავას ტელევიზიის ხელმძღვანელად დატოვებას სთხოვენ

„ერთსულოვნების“ თანამშრომლები პატრიარქს პეტრე ცაავას ტელევიზიის ხელმძღვანელად დატოვებას სთხოვენ

საპატრიარქოს ტელევიზიის თანამშრომლები საქართველოს პატრიარქს ილია მეორეს ჭყონდიდელი მიტროპოლიტის პეტრე ცაავას ტელევიზიის ხელმძღვანელის თანამდებობაზე დატოვებას სთხოვენ.

„ერთსულოვნების“ თანამშრომლები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ:

“მოგეხსენებათ, რომ დღეს ჭყონდიდელი მიტროპოლიტი პეტრე (ცაავა) საპატრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნების“ დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლდა. მიუხედავად ჩვენი გულისტკივილისა , ვასრულებთ მეუფე პეტრეს ლოცვა- კურთხევას და მხოლოდ ამ მოკრძალებული სახით გამოვხატავთ ჩვენს პოზიციას. ამავე დროს გამოვთქვამთ უდიდეს პატივისცემასა და მადლიერებას მიტროპოლიტ პეტრესადმი, რომელიც რვა წლის განმავლობაში ღირსეულად მართავდა ტელევიზიას . ტელევიზია ,,ერთსულოვნება“ დღემდე ემსახურებოდა სარწმუნოებრივ და ეროვნულ ფასეულობებს. იმედი გვაქვს, რომ ის შრომა და ღვაწლი, რაც მეუფემ ამ წლების განმავლობაში გასწია ტელევიზია „ერთსულოვნების“განვითარების საქმეში, მომავალში დაფასდება. უმორჩილესად ვთხოვთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს – პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს, გაითვალისწინოს ტელეკომპანიის თითოეული თანამშრომლის უდიდესი სურვილი და საპატრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნების“ დირექტორის თანამდებობაზე დატოვოს ჭყონდიდელი მიტროპოლიტი პეტრე”

Facebook Comments
x

Check Also

ოკუპირებულმა აფხაზეთმა ჟენევაში ინტერესების დასადგენად პროგრამა დაამტკიცა

ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო  მინისტრთა კაბინეტმა  ჟენევაში აფხაზეთის ინტერესების დასადგენად უწყებათაშორისი მიზნობრივი პროგრამა დაამტკიცა. პროგრამა ოკუპირებული ...