Home » მთავარი » “ერთჯერადი დახმარება უნდა შეეხოს ყველა ადამიანს”

“ერთჯერადი დახმარება უნდა შეეხოს ყველა ადამიანს”

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ბექა ნაცვლიშვილი  მთავრობის მიერ მთავრობის სოციალური დახმარების პროგრამას ეხმაურება და ამბობს, რომ ხელისუფლებამ საკუთარი მოქალაქეები დატოვა საარსებო მინიმუმის გარეშე და გაჭირვებული მოქალაქეების ნაცვლად საბანკო სექტორს 600 მილიონი ლარით ეხმარება.

„იჯახების უმეტესობას უცხოეთში მყოფი მათი ნათესავების მიერ გადმორიცხული თანხით გააქვთ თავი, მაგრამ ეს გადმორიცხვები დღეისთვის თითქმის განახევრდა. ამიტომ მთავრობამ ამ სოციალური, თითქოს “კეთილშობილური ინიციატივით”,  უამრავი ადამიანი დატოვა ელემენტარული საარსებო მინიმუმის გარეშე, რადგან  მთავრობა ვერასდროს დაითვლის, ვინ არის თვითდასაქმებული. აქედან გამომდინარე ძალიან ბევრი ადამიანი დარჩება იმ დაპირებული ერთჯერადი დახმარების გარეშეც. ამიტომ მოვუწოდებ მთავრობას, რომ ეს დახმარება გახდეს უნივერსალური და შეეხოს აბსოლუტურად ყველა ადამიანს, რომელიც დღეისათვის არის უმუშევარი.  „ფრონტერაში“ დასაქმებულთა მაგალითი ცხადყოფს რამდენად უსამართლოა მთავრობის მიერ შემოთავაზებული სოციალური დახმარების სისტემა, რადგან მათ ჰქონდა შესაძლებლობა, როგორც უფლებამოსილ პირს, შესულიყო კომპანიის მართვაში რამდენიმე თვით ადრე და ეს ადამიანები სამუშაო ადგილებზე აღედგინა და ხელფასებიც გადაეხადა. დავა „ფრონტერასა“ და სახელმწიფოს შორის სახელმწიფოს გამარჯვებით დასრულდა, თუმცა  ამ ადამიანებს კომპენსაცია არ მიუღიათ და არც  ასაღები 16 თვის ხელფასი მიუცია ვინმეს. ამ ადამიანების ოჯახებს დღესაც კი უჭირთ. “- აცხადებს ბექა ნაცვლიშვილი და მთავრობას საკუთარი ვალდებულების შესრულებისკენ მოუწოდებს, რომ პანდემიის გარეშე  სამსახურის და შემოსავლის გარეშე დარჩენილ ადამიანები ფინანსურად უზრუნველყოს.

 

 

Facebook Comments
x

Check Also

ნათია თურნავა – არ იქნებოდა რეალისტური, გვეფიქრა, რომ პირველი თებერვლიდან ქვეყანაში ეკონომიკა და საზოგადოებრივი ცხოვრება აღდგება სრულფასოვნად

არ იქნებოდა რეალისტური, გვეფიქრა, რომ პირველი თებერვლიდან ქვეყანაში ეკონომიკა და საზოგადოებრივი ცხოვრება აღდგება სრულფასოვნად, ისევე ...