Home » ეკონომიკა » “ეროვნული ბანკი არ დუმს და ყოველთვის აკეთებს განცხადებებს, როდესაც საჭიროა!’

“ეროვნული ბანკი არ დუმს და ყოველთვის აკეთებს განცხადებებს, როდესაც საჭიროა!’

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე აცხადებს, რომ “ეროვნული ბანკი არასდროს არ დუმს და როცა საჭიროა, ყოველთვის აკეთებს განცხადებებს”.

 ლარის გაუფასურებას გვენეტაძე სავალუტო ბაზრის მოთამაშეებს შორის გარიგებებით და სხვადასხვა მიზეზებით ხსნის და მიუხედავად იმისა, რომ ლარი გაუფასურებას განაგრძობს,  ეროვნული ვალუტის გამყარებას საშუალოვადიან პერსპექტივაში ხედავს. გვენეტაძე აქვე აღნიშნავს, რომ წლის განმავლობაში ეროვნულ ბანკს არა მარტო გაყიდვები, საკმაოდ დიდი შესყიდვებიც ჰქონდა და ეს ყველას ყურადღების მიღმა რჩება.

“ლარის კურსზე მოქმედებს  სხვადასხვა გარიგება, სხვადასხვა მოლოდინები და ეს ყველაფერი არის ერთად ასახული – ანუ იქნება გაუფასურებები, გამყარებები, მაგრამ საშუალოვადიან და გრძელვადიან პერიოდში, ვალუტას ექნება გამყარების მიმართულება.

ინტერვენციებთან დაკავშირებით, საკმაოდ ნათელი მაგალითი გავეცით და განცხადებაც გავაკეთეთ. მინდა, ისიც აღვნიშნო, რომ ეროვნული ბანკი არ დუმს და ყოველთვის აკეთებს განცხადებებს, როდესაც საჭიროა. ასევე იყო მსხვილი და ერთჯერადი ტრანზაქციები, ჩვენ გავაკეთეთ ეს ინტერვენციები, ეს არის ეროვნული ბანკის სტრატეგიაში, ეს არის ის, რაც ადრეც ძალიან ბევრჯერ გაუკეთებია ეროვნულ ბანკს – 2012, 2013, 2014, 2015 წლებში და გაცილებით უფრო მეტი მოცულობით, ვიდრე ახლა  გაკეთდა. ეს იყო აბსოლუტურად  შესაბამისობაში იმ პოლიტიკასთან, რომელსაც ეროვნული ბანკი ატარებს. არ არის გამორიცხული, რომ მომავალში, როდესაც საჭირო იქნება, ამის გამოყენება მოუხდეს ეროვნულ ბანკს” – განაცხადა გვენეტაძემ.

 

 

 

 

 

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

“რა დათმო ივანიშვილმა და რა ოპოზიციამ…”

დავით ნებიერიძე მაშ ასე, შევიტანოთ აუცილებელი განმარტებები ივანიშვილთან მიღწეულ 8 მარტის შეთანხმების დეტალებში: პოლიტიკური ვითარების ...