Home » F-vews » ესენიც გმირები არიან, უსახელო გმირები, სანამ ასეთი ხალხი გვყავს, მტერი ვერაფრს დაგვაკლებს!

ესენიც გმირები არიან, უსახელო გმირები, სანამ ასეთი ხალხი გვყავს, მტერი ვერაფრს დაგვაკლებს!

   F-news

  ნატალია ხოხიაშვილი

-„აგვისტოს იმ საშინელი დღეებიდან რამოდენიმე ადამიანი მინდა გავიხსენო. სამწუხაროდ მათი სახელები მეც აღარ მახსოვს მაგრამ თავიანთი ქცევით თავი დამამახსოვრეს. ჩემთვის ისინი გმირები არიან, ასეთი ხალხი გვიმრავლოს ღმერთმა.

ერთ დილით ოფისში პენსიონერი ქალბატონი მოვიდა. ჩვენ საქველმოქმედო ორგანიზაცია ,,თანადგომა” გვქონდა და შემოწირულობებს ვაგროვებდით შემდეგ კი დევნილთა ჩასახლებებში მიგვქონდა და მათ ვეხმარებოდით. ამ მოხუცს რომ შევხედე დევნილი მეგონა და ვიფიქრე დახმარების სათხოვნელად მოვიდა მეთქი. მან კი პოლიეთილენის პარკით ერთი კილკა ერთი შპროტი და ერთი ცალი პური მომაწოდა ეს ჩემს სახელზე რომელიმე გაჭირვებულს მიეციო. სახელიც არ მითხრა ისე წავიდა არადა მის მოტანილ ნობათს შევხედე და ვიფიქრე ეს ალბათ მისი დღიური საჭმელია და თვითონ მშიერი დარჩა მეთქი.

ოფისის გახსნის პირველივე დღეებში 3 ბიჭი მოვიდა მანქანით. რაში გჭირდებით გამოგვიყენეთო. ჯერ თავისი მანქანით შეგროვებული დახმარება მიქონდათ სხვადასხვა ადგილებში, მერე მოვიდნენ და მითხრეს ჩვენ წავალთ ახლომახლო სოფლებში ვისაც რისი საშუალება ექნება შევაგროვებთო. ასე დადიოდნენ ყოველ დღე, მოქონდათ სოფლის პროდუქტები და დამშეულ დევნილებს ურიგებდნენ.

პირველივე დღეს ოფისში ერთი მამაკაცი მოვიდა, მითხრა ახლა დავბრუნდი უცხოეთიდან, რაღაც ორი კაპიკი ვიშოვე და მინდა დაგიტოვოთ რომ ვინმეს დაეხმაროთო. ვკითხე რამდენის შემოწირვა უნდოდა. 5000 ლარი მეტის საშუალება არ მაქვსო. მაპატიეთ მაგრამ თანხას ვერ დავიტოვებ და ვერც გავალ აქედან რამე რომ ვიყიდო იქნებ თქვენ თვითონ იყიდოთ საკვები და გეტყვით სადაც უნდა მიიტანოთ მეთქი. წავიდა 1 საათში დატვირთული მიკროავტობუსით მოვიდა და ნაყიდი პროდუქტი მოგვიტანა. არც მას უთქვამს თავისი სახელი.

მე ეს სამი ფაქტი გავიხსენე, არადა ასეთი რამდენი იყო იმ დღეებში. ესენიც გმირენი არიან. უსახელო გმირები. სანამ ასეთი ხალხი გვყავს მტერი ვერაფრს დაგვაკლებს!“

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

უამრავი სიურპრიზი – ზედაზენი „ბლექსი არენაზე” დაგეგმილი მნიშვნელოვანი ღონისძიებების სპონსორია

სს “ქართული ლუდის კომპანია” Check in Georgia-ს ფარგლებში,  „ბლექ სი არენაზე” განხორციელებული და დაგეგმილი მნიშვნელოვანი ...