You are here
ესპანეთი: კატალონიის რეფერენდუმში რუსეთის ჩარევის მტკიცებულებები გვაქვს მთავარი უცხოეთი 

ესპანეთი: კატალონიის რეფერენდუმში რუსეთის ჩარევის მტკიცებულებები გვაქვს

ესპანეთის ხელისუფლებამ დაადგინა, რომ ინტერნეტის საეჭვო არხებიდან სოცქსელებში კატალონიის რეფერენდუმის შესახებ ყალბი ცნობები რუსეთიდან მიდიოდა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ესპანეთის შსს-ს მინისტრის, მარია დოლორეს კოსპედალის განცხადებით, კატალონიაში სეპარატიზმის შესახებ რუსეთი და ვენესუელა იყენებდა Twitter-ს, Facebook-ს და სხვა სოციალურ ქსელებს. მინისტრის თქმით, ეს კეთდებოდა იმისათვის, რომ “რეფერენდუმამდე საზოგადოებაზე გავლენა მოეხდინათ”.

ესპანეთის მთავრობამ რუსი ჰაკერები კატალონიის კრიზისში ჩარევის მცდელობაში 11 ნოემბერს დაადანაშაულა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბევრი ყალბი სტატია თუ ოპერაცია, რუსეთის ტერიტორიიდან ხორციელდებოდა. მათი თქმით, ჰაკერული თავდასხმების ნაწილი ასევე ვენესუელიდანაც დაფიქსირდა.

ესპანეთში აცხადებენ, რომ რუსეთის ჩარევის შესახებ მტკიცებულებები გააჩნიათ. კატალონია, ისევე როგორც რუსეთი, რეფერენდუმის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებში მოსკოვის ჩარევას გამორიცხავს.

8 ნოემბერს, ესპანეთის საკონსტიტუციო სასამართლომ კატალონიის დამოუკიდებლობის რეზოლუცია უკანონოდ ცნო.

კატალონიის პარლამენტმა ესპანეთისგან რეგიონის დამოუკიდებლობის გამოცხადების შესახებ რეზოლუციას მხარი 27 ოქტომბერს დაუჭირა.

 

 

Comments

comments

Related posts