Home » მთავარი » ესპანეთსა და პორტუგალიაში ტყის ხანძრებს 35 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ესპანეთსა და პორტუგალიაში ტყის ხანძრებს 35 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ესპანეთსა და პორტუგალიაში ტყის ხანძრებს 35 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

მადრიდში ვარაუდობენ, რომ ცეცხლი განზრახ გააჩინეს. როგორც ადგილობრივი მედია იტყობინება, ესპანეთში ხანძარს სულ მცირე 31 ადამიანი შეეწირა, 50-მა მძიმე დამწვრობა მიიღო და 15 კრიტიკულ მდგომარეობაშია. ყველაზე მეტად დაზარალდა კოიმბრისა და კაშტელუ-ბრანკუსრეგიონები.

სულ დაფიქსირდა 65 აქტიური კერა, 32 საკმაოდ ძლიერია. ხელისუფლება მოუწოდებს მოსახლეობას თავადაც შეეცადონ ხანძრების ჩაქრობას, რადგან მეხანძრეები და ტექნიკა ყველა რაიონში მისვლას ვერ ახერხებს.

ესპანეთში ყველაზე ძლიერი ხანძრები მძვინვარებს გალისიაში. დაიღუპა სულ მცირე 4 ადამიანი. ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა მარიანო რახოიმ მომხდარს პროვოკაცია უწოდა და განაცხადა, რომ ცეცხლი განზრახ გააჩინეს.

ესპანეთის მთავრობის მეთაური რეგიონში ჩასვლას და სიტუაციის ადგილზე გაცნობას გეგმავს.
ესპანეთში ცეცხლის 200 კერა აღრიცხეს, მათგან 60 კვირას, 15 ოქტომბერს გაჩნდა. ხანძრის ფართობი 4 ათას ჰექტარს აღემატება, ვარაუდობენ, რომ მსხვერპლთა რიცხვი ორივე ქვეყანაში გაიზრდება.

 

Facebook Comments
x

Check Also

გირჩი წლევანდელ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს მხოლოდ პარტიული სიით

ზურა ჯაფარიძე “გირჩი” “შემოდგომაზე ხელისუფლების ცვლილებისთვის მაჟორიტარულ ოლქებში ერთიან ოპოზიციურ კანდიდატებზე შეთანხმება არის მნიშვნელოვანი, განსაკუთრებით ...