Home » მთავარი » ესტონეთის დედაქალაქში საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა შედგა

ესტონეთის დედაქალაქში საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა შედგა

ესტონეთის დედაქალაქში საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა შედგა. შეხვედრის მიზანი აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტისთვის მზადება და საერთო ხედვაზე შეთანხმებაა. 

მინისტრებმა ის ინიციატივები და წინადადებები განიხილეს, რომლებიც ევროპელ პარტნიორებს უნდა წარუდგინონ. ასოცირებული სახელმწიფოების დიპლომატები ამბობენ, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის ყველა სამიტი ევროკავშირთან დაახლოების და თანამშრომლობის გაღრმავების ეტაპად უნდა იქცეს.

სამიტი ბრიუსელში ნოემბერში გაიმართება. სამმხრივი შეხვედრის შემდეგ, მინისტრები ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს ხვდებიან.

„ძალიან პროდუქტიული შეხვედრა იყო. ვისაუბრეთ ასოცირებული ქვეყნების საჭიროებებზე, ამბიციურ დღის წესრიგზე. გვჭირდება ამ საკითხების კოორდინირებულად განხილვა და მსჯელობა ევროკავშირთან. ვხედავთ პოლიტიკურ მიმართულებას, სექტორალურ მიმართულებას, ინტეგრაციისთვის პრაქტიკულ მიმართულებებს. ეს იქნება ჩვენი ერთიანი ხედვა”, – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ.

საგარეო საქმეთა მინისტრი ამ წუთებში ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს ხვდება. ე.წ. გიმნიხის შემდეგ, აღმოსავლეთ პარტნიორებთან შეხვედრა ესტონეთის, როგორც ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის ინიციატივა იყო.

 

Facebook Comments
x

Check Also

გახარია პარლამენტში საპროტესტო აქციის ფონზე შევიდა

დღეს, გიორგი გახარია საქართველოს პარლამენტში საპროტესტო აქციის ფონზე შევიდა. პარლამენტთან “შეცვალეს”  წევრების აქცია მიმდინარეობა. -გვახსოვს ...