Home » მთავარი » ესტონეთში რუსეთისთვის ჯაშუშობის ბრალდებით პირი დააკავეს

ესტონეთში რუსეთისთვის ჯაშუშობის ბრალდებით პირი დააკავეს

ესტონეთში რუსეთისთვის ჯაშუშობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. ამის შესახებ ესტონეთის პროკურატურაზე დაყრდნობით “რადიო თავისუფლება” წერს.

პროკურატურის განცხადებით, რუსეთის მოქალაქე ეჭვმიტანილია ესტონეთის წინააღმდეგ კომპიუტერული დანაშაულის მომზადებაში და მისი მოქმედება მიმართული იყო ესტონეთის სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების წინააღმდეგ.

მაისში ესტონეთმა ქვეყნიდან ორი რუსი დიპლომატი გააძევა და ისინი პერსონა ნონ-გრატად გამოაცხადა. მანამდე ესტონეთის სასამართლომ ხუთი წლით პატიმრობა მიუსაჯა რუსეთის მოქალაქეს ჯაშუშობისათვის, რომელსაც ის რუსეთის სამხედრო დაზვერვის დავალებით ეწეოდა.

 

 

Facebook Comments
x

Check Also

შეძახილები ისმის კაპიტოლიუმის ბორცვზე

Deutsche Welle-ის ინფორმაციით, სამოქალაქო თავისუფლების დაცვის ამერიკულმა კავშირმა (ACLU) და სხვა ორგანიზაციებმა დონალდ ტრამპისა და ...