Home » მთავარი » “ეს ადამიანები 11 დღეა შიმშილობენ და არავინ არ ინტერესდება მათი ბედით!”

“ეს ადამიანები 11 დღეა შიმშილობენ და არავინ არ ინტერესდება მათი ბედით!”

ზაზა ხატიაშვილი

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე

-“თანამემამულენო ! 4 მარტს, მივიდეთ მთავრობის კანცელარიის წინ 13-00 საათზე და მხარი დავუჭიროთ ბავშვთა სამყაროს სავარაუდო დაწვის შედეგდ დაზარალებული მოქალაქებს.

ზაზა ხატიაშვილი შეძლებისდაგვარად მივდივარ ბავშვთა სამყაროს სავარაუდო დაწვის შედეგდ დაზარალებულ მოქალაქებთან,რომლებიც 11 დღეა შიმშილობენ და არავინ არ ინტერესდება მათი ბედით. ერთ-ერთ დაზარალებულ მოქალაქეს, 60 წლის შალვა ხატიაშვილს ნერვიულობის შედეგად გული გაუსკდა და 3 დღის წინ გარდაიცვალა, რომელსაც 35 000 დოლარი ჰქონდა აღებული ბანკიდან ვალის სახით. ბავშვთა სამყაროს სავარაუდო დაწვის შედეგდ დაზარალებული მოქალაქეები 4 მარტს 13 საათზე მთავრობის კანცელარიის წინ ატარებენ აქციას და ელოდებიან სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერას , ზაზა ხტაიაშვილი მივიდივარ აქციაზე დაზარალებული მოქალაქეების მხარდასაჭერად.

თანამემამულეონო ! გვერდში დავუდგეთ დაზარალებულებს,მათ არა აქვთ საშუალება იარსებონ,ნუ მივცემთ უფლებას ხელსუფლებას გაწირონ მოქალაქეები, მივიდეთ 4 მარტს და მხარი დავუჭიროთ ბავშვთა სამყაროს სავარაუდო დაწვის შედეგდ დაზარალებული მოქალაქებს.

Facebook Comments
x

Check Also

ოკუპირებულმა აფხაზეთმა ჟენევაში ინტერესების დასადგენად პროგრამა დაამტკიცა

ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო  მინისტრთა კაბინეტმა  ჟენევაში აფხაზეთის ინტერესების დასადგენად უწყებათაშორისი მიზნობრივი პროგრამა დაამტკიცა. პროგრამა ოკუპირებული ...