Home » მთავარი » “ეს არის კიდევ ერთი მილიტარისტული ნაბიჯი ოკუპანტის მხრიდან”

“ეს არის კიდევ ერთი მილიტარისტული ნაბიჯი ოკუპანტის მხრიდან”

ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის ე.წ. სამხედრო შენაერთები უახლოეს მომავალში რუსეთის შეიარაღებული ძალების ნაწილი გახდება. სეპარატისტული რეჟიმის დე ფაქტო ხელისუფლებასთან გაფორმებული შეთანხმება რუსეთის მინისტრთა კაბინეტმა დაამტკიცა და ხელმოსაწერად ვლადიმერ პუტინს გადაუგზავნა.

ამ ფაქტს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე ეხმიანება და ამბობს, რომ ეს არის კიდევ ერთი მილიტარისტული ნაბიჯი ოკუპანტის მხრიდან.

“ეს არის კიდევ ერთი მილიტარისტული ნაბიჯი ოკუპანტის მხრიდან, რომელიც მას ბუმერანგივით დაუბრუნდება. გზების გადაკეტვა, სამხედრო აღმშენებლობა არ არის ოკუპირებულ რეგიონში შექმნილი მდგომარეობიდან გამოსავალი.

სამწუხაროა, რომ მაშინ როდესაც საქართველო ევროინტეგრაციის პარალელირად რუსეთთან ურთიერთობაში კეთილმეზობლურ ნაბიჯებს დგამს, მოვლენები ამგვარად ვითარდება.

საქართველო ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების გზაზე მტკიცე ნაბიჯებს დგამს და ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მდგომარეობაზე საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერა აქვს“-განაცხადა დოლიძემ.

Facebook Comments
x

Check Also

„ლელო“ უერთდება საერთო სახალხო პროტესტს…

მამუკა ხაზარაძე „ბიძინა ივანიშვილმა და „ქართულმა ოცნებამ“ კიდევ ერთხელ მოატყუა ქართველი ხალხი. ის ახლა ცდილობს, ...