Home » მთავარი » ეს არის საქართველოს დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის წინააღმდეგ მიმართული ქმედება და პოზიცია

ეს არის საქართველოს დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის წინააღმდეგ მიმართული ქმედება და პოზიცია

პოლიტიკური გაერთიანებაცენტრისტებისწინა საარჩევნო რეკლამასთან დაკავშირებით, პრეზიდენტის ადმინისტრაციში განცხადება გაკეთდა.

“საქართველოს პრეზიდენტი მიესალმება იმ ერთიანობას და მიუღებლობას, რაც მთლიანად ქართულმა საზოგადოებამ, პოლიტიკურმა სპექტრმა და მმართველმა პოლიტიკურმა ძალამ დააფიქსირა ამ კლიპის წინააღმდეგ.

მთლიანად ეს ამბავი და ქართული საზოგადოების პოზიცია მიანიშნებს, იმას რომ ჩვენ სწორად გვაქვს გააზრებული სიტყვის თავისუფლების და პოლიტიკური საქმიანობის თავისუფლების მნიშვნელობა და ის, რომ ეს არ არის შეუზღუდავი. განსაკუთრებულ შეთხვევაში ის შეიძლება შეიზღუდოს. ამ შემთხვევაში საქმე ნამდვილად გვაქვს განსაკუთრებული შემთხვევასთან იმიტომ, რომ საქართველოს კონსტიტუციის პირველივე მუხლის პირველივე წინადადება ამბობს, რომ საქართველო არის დამოუკიდებელი, ერთიანი და განუყოფელი სახელმწიფო.

როდესაც ერთ-ერთი პოლიტიკური პარტია ამბობს, რომ ოკუპანტის ჯარებს დააკანონებს რა თქმა უნდა ეს არის საქართველოს დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის წინააღმდეგ მიმართული ქმედება და პოზიცია. ასეთ დროს საქართველოს პრეზიდენტი და თითოეული მოქალაქე იქნება ერთიანი ამ პოზიციაში”- განაცხადა პრეზიდენტის მრჩეველმა კახა კოჟორიძემ.

ლადო ბედუკაძისა და ნიკოლოზ ხაჩიშვილის პარტია ამომრჩეველს 400 ლარიან რუსულ პენსიას, საქართველოშ რუსული ჯარის დაკანონებასა და ევრაზიულ კავშირში გაერთიანებას პირდება.

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

“ძვირფასო ქალებო, ნურავინ მოგატყუებთ და ნურც თავს მოიტყუებთ…”

გიორგი კეკელიძე -იმ ქალს, მოკლულ გოგონას რომ ჭკუას ასწავლის, ოდესღაც აუცილებლად ექნებოდა სხვა ოცნებები. მერე ...