Home » მთავარი » „ეს არის ღია კარის მტვრევა…მათ იციან, რომ სტრატეგია მზადდება თსუ-ში“

„ეს არის ღია კარის მტვრევა…მათ იციან, რომ სტრატეგია მზადდება თსუ-ში“

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა აცხადებს, რომ მზად არის შეხვდეს აუდიტორია 115-ის წევრებს და მიმდინარე მოვლენები განიხილონ.

-„ეს არის ღია კარის მტვრევა, უმეტესობა იმ ხალხის, ვინც იყო ჩართული ამ მოძრაობაში, აუდიტორია 115-ში კონსტრუქციულად თანამშრომლობს და ბევრ ფორმატში მუშაობს თსუ-ს ახალ მენეჯმენტთან, ჩვენთან ერთად , სხვადასხვა არასამთავრობოებთან და ა.შ. ნაწილს უნდა როგორც ჩანს ძალოვანი მეთოდებით გამოხატონ თავის თავი.  მინდა ვთხოვო ყველას, რომ ეს არაფერს არ მოიტანს. ყველა მზად არის მათთან შესახვედრად, მათ იციან, რომ სტრატეგია მზადდება თსუ-ში, ისიც იციან, რომ თვითონაც არიან ჩართული ამ პროცესში, ამიტომ ახლა სტუდენტებისთვის ხელის შეშლით და სასწავლო პროცესის და თვითმმართველობის ხელის შეშლით უკეთესობას ვერაფერს მიიღებენ. მხოლოდ ათასობით სტუდენტს შეუშლიან ხელს,“-განაცხადა ჯეჯელავამ.

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

პროკურატურა 20-21 ივნისის საქმეზე განცხადებას ავრცელებს

გენერალურმა პროკურატურამ 20-21 ივნისის საქმეზე  დაშავებული  მაკო გომური, ომარ სეხნიაშვილი და მირზა ლიპარტელიანი დაზარალებულად ცნო. ...