Home » F-vews » “ეს ზღვაში წვეთია იმ დანაშაულებთან, რაც ამ ცრუმოძღვარს მიუძღვის!..”

“ეს ზღვაში წვეთია იმ დანაშაულებთან, რაც ამ ცრუმოძღვარს მიუძღვის!..”

გიორგი ტიგინაშვილი (ივრისპირელი)

-კორუმპირებული, თავმომწონე და ფარისეველი პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე!

იმ ფონზე, როცა მოსახლეობის დიდი ნაწილი სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს, როცა უშუალოდ ამ ადამიანის დაქვემდებარებაში არსებულ სასწავლებელში უამრავი გაჭირვებული, სოციალურად დაუცველი და ღატაკი სწავლობს, როცა მისსავე პანსიონში ყველა ოთახი ურემონტოა, ანტისანიტარიისა და არაჰიგიენური მდგომარეობის ქვეშაა, როცა აუდიტორიებში დალეწილი და დამტვრეული ინვენტარი აქვს, – იგი მაინც ზეკომფორტს, ფუფუნებასა და განცხრომას ეძლევა და 55 000 ლარად შეფასებულ 2017 წლის ავტომანქანა “ტოიოტა ქამრი” – ს ყიდულობს და ამას აკეთებს სასულიერო სემინარიისა და აკადემიის საბიუჯეტო სახსრებით. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სასწავლებლის ყოველწლიური დოტაცია სამ მილიონამდე ლარს შეადგენს და დღემდე უცნობია თანხების განკარგვის მიზნობრიობა და ხარჯთაღრიცხვა, ვინაიდან არ არსებობს არანაირი აუდიტი და მონიტორინგი.

ეს საკითხი ზღვაში წვეთია იმ დანაშაულებთან რაც ამ ცრუმოძღვარს მიუძღვის! . .

ანაქსიოს!

Facebook Comments
x

Check Also

“მოგესალმებით აბრეშუმის გზის ფორუმზე…” (პირდაპირი)

გიორგი გახარიამ ფორუმი მისასალმებელი სიტყვით გახსნა: #BMG #LIVE #საქმიანიდილა Gepostet von BMG am Montag, 21. ...