Home » მთავარი » “ეს იყო გარკვეულწილად ორგანიზებული პროცესი და არა სპონტანური საყოველთაო სახალხო განხილვა”

“ეს იყო გარკვეულწილად ორგანიზებული პროცესი და არა სპონტანური საყოველთაო სახალხო განხილვა”

საკონსტიტუციო ცვლილებების სახალხო-საყველთაო განხილვის პირველ ეტაპს აფასებს და გამოვლენილ ხარვეზებზე საუბრობს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია. მათი განცხაებით განხილვების დროს ფართო საზოგადოებას არ ქონდა შესაძლებლობა, თავისუფლად და აქტიურად ჩართულიყო პროცესში.

საიაში მიიჩნევენ, რომ ხელისუფლებას რეალურად არ სურდა დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით მოესმინა მოქალაქეების მოსაზრებები, განსაკუთრებით ხელისუფლების პოზიციებისგან განსხვავებული შეხედულებები.

„საერთო ჯამში იკვეთებოდა იმგვარი ტენდენცია, რომ ხელისუფლებას სურდა მოესმინა უმეტესწილად მისთვის სასურველი მესიჯები, ნაცვლად კრიტიკული მოსაზრებებისა. ასევე, დაფიქსირდა შემთხვევები, როდესაც მოქალაქეები მოსული იყვნენ წინასწარ დაწერილი კითხვებით, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ ეს იყო გარკვეულწილად ორგანიზებული პროცესი და არა სპონტანური საყოველთაო სახალხო განხილვა, სადაც მოქალაქეები მიდიან და უკვე უშუალოდ თავიანთ აზრებს აფიქსირებენ,“ – აღნიშნავს საიას იურისტი სოფიო ჭარელი.

Facebook Comments
x

Check Also

“ჩვენი მხარდაჭერით არის არჩეული, თუმცა „ოცნების“ შემადგენელი ნაწილი არ არის…

საქართველოს პარლამენტის წევრმა და „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივანმა ირაკლი კოკბახიძემ განაცხადა, რომ ...