Home » მთავარი » ეს ჩვენი ისტორიაა-ჩვენ გვახსოვს! დიდება გმირებს! (ვიდეო)

ეს ჩვენი ისტორიაა-ჩვენ გვახსოვს! დიდება გმირებს! (ვიდეო)

გიორგი ანწუხელიძე-ეროვნული გმირი

გმირების სახელები უნდა იცოდნენ მომავალმა თაობებმა!

დიდი ხნის განმავლობაში სასტიკად აწამებდნენ, დაკითხვას უწყობდნენ, აიძულებდნენ, ინფორმაცია გაეცა. თუმცა მაინც არ გატყდა… თავისი საქციელით მტერიც გააკვირვა; გააკვირვა და იმდენად გააბრაზა, რომ ცხინვალის მე-5 სკოლასთან ძმათა სასაფლაოზე ცემაში ამოხადეს სული…

23 წლის კაპრალმა სამშობლოს შესწირა თავი და გმირობის უბადლო მაგალითი დაგვიტოვა.

გიორგი ანწუხელიძესთან ერთად ძმათა სასაფლაოზე, ქართული დროშის ქვეშ, კიდევ 32 გმირი ჯარისკაცი განისვენებს. სიცოცხლის დასრულების თარიღი აქ ყველას ერთი აქვს – 2008 წლის აგვისტო. 

დიდება გმირებს. ჩვენ გვახსოვს აგვისტო!

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

ამ დროისთვის ცესკოში 9 პარტიაა რეგისტრირებული, განხილვაშია – 27

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) გრძელდება პოლიტიკური ორგანიზაციების რეგისტრაცია 2020 წლის პარლამენტის არჩევნებისთვის. ცესკოს თავმჯდომარის განკარგულებების ...