Home » მთავარი » ეტლით მოფარიკავე ირმა ხეცურიანის წარმატება მსოფლიოს პირველობაზე

ეტლით მოფარიკავე ირმა ხეცურიანის წარმატება მსოფლიოს პირველობაზე

7-12 ნოემბერს, იტალიის დედაქალაქი რომი მასპინძლობს პარამოფარიკავეთა მსოფლიოს პირველობას, სადაც მედლებისთვის ქართველი სპორტსმენებიც იბრძვიან. საქართველოს ნაკრების ლიდერმაეტლით მოფარიკავე ირმა ხეცურიანმა იტალიაში წარმატებით იასპარეზა და ბ-ჯგუფში მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. რომში მიმდინარე გათამაშებაში, პარასპორტსმენმა ჯგუფში დაამარცხა ბერძენი, ფრანგი, იტალიელი და უკრაინელი სპორტსმენები.

ნახევარფინალში გასასვლელ ორთაბრძოლაში, პოლონელ მოფარიკავეს იად ვიგპაჩეკს 15-6 მოუგო. ასევე პოლონელი პატრისია ჰარეზაკი ნახევარფინალში 15-10 დაამარცხა. ფინალში, ირმა ხეცურიანი ტაილანდელ სპორტსმენს შეხვდა და დამაჯერებლად 15-10 მოუგო.

აღსანიშნავია, რომ ირმა ხეცურიანი, კომპანია BP-ის ელჩია საქართველოში და წარმატებით ასპარეზობს სხვადასხვა სართაშორისო ტურნირებზე.

დღეს, 8 ნოემბერს, ხეცურიანი რაპირით ფარიკაობაში ბ-კატეგორიაში იასპარეზებს, ა-კატეგორიაში კი მედლისთვის ახალგაზრდებს შორის მოქმედი ჩემპიონი, ნინა თიბილაშვილი იბრძოლებს.

Facebook Comments
x

Check Also

პოლიტიკოსებო! ქულების ჩასაწერად ნუ სწამებთ ცილს ფერმერებს!

საქართველოს ფერმერთა და სოფლის მეურნეობის მუშაკთა პროფესიული კავშირი გმობს პოლოტიკოს შალვა ნათელაშვილის დაუსაბუთებელ და ცილისმწამებლურ ...