You are here
ექიმს 833 პაციენტის მკვლელობას ედავებიან მთავარი უცხოეთი ყველა სიახლე 

ექიმს 833 პაციენტის მკვლელობას ედავებიან

თავად ექიმი ბრალს არ აღიარებს და ამტკიცებს, რომ პაციენტების ტანჯვის შემსუბუქებას ცდილობდა.

ბრიტანული გამოცემა The Sun-ის ინფორმაციით, ჰემფშირის საგრაფოში მცხოვრებ ექიმს ბრალი ედება ნარკოტიკების ინექციის გზით, 833 ჯანმრთელი პაციენტის გარდაცვალება.

ბრალდება ვარაუდობს, რომ ჯეინ ბარტონი, რომელიც კოლეგებში „ექიმი ნარკოტიკის“ სახელითაა ცნობილი, დანაშაულს 1998 წლიდან სჩადიოდა. სავარაუდოდ, მისი პირველი მსხვერპლი 91 წლის გლედის რიჩარდსი იყო, რომელიც კლინიკაში თეძოს მოტეხილობის გამო მოხვდა და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სხვა პრეტენზიები არ ჰქონია.
ექიმის მორიგი მსხვერპლი ყოფილი სამხედრო მოსამსახურე, 65 წლის სტენ კორბი იყო. წინა შემთხვევის მსგავსად, ამჯერადაც ჯანმრთელი ადამიანის გარდაცვალების სავარაუდო მიზეზი ჰეროინით ინტოქსიკაცია გახდა.
იმავე წელს გარდაიცვალა ბარტონის კიდევ ერთი პაციენტი – 74 წლის ლეონარდ გრემი და სიკვდილის მიზეზი ამ შემთხვევაშიც ჰეროინის ინექცია გახდა.

ექიმის დანაშაულებრივი საქმიანობის გამოძიება მხოლოდ 2002 წელს დაიწყო, როცა ჯეინ ბარტონის „ანგარიშზე“ 92 გარდაცვლილი პაციენტი იყო, თუმცა საქმე მალევე დაიხურა, რადგან გამოძიებამ საქმეში ექიმის ბრალეულობის დამადასტურებელი ფაქტები ვერ აღმოაჩინა. გამოძიება მხოლოდ 2014 წელს განახლდა, როცა ევთანაზიის გზით 833 პაციენტის გარდაცვალება დაფიქსირდა.

სხვა შემთხვევების მსგავსად, თავის დროზე, გლედის რიჩარდსის გარდაცვალების საქმეზე დაწყებული გამოძიებაც შეწყდა და მხოლოდ 20 წლის შემდეგ, გარდაცვლილის შვილის განცხადების საფუძველზე განახლდა. რიჩარდის ოჯახი ამ დროის განმავლობაში უშედეგოდ ითხოვდა ექიმის დასჯას.
„ჩვენ თავიდანვე ვხვდებოდით, რომ რაღაც ხდებოდა. ექიმის ერთ-ერთმა ასისტენტმა დედაჩემის მკურნალობის ნაცვლად, მაშინვე ევთანაზია შემოგვთავაზა და, რა თქმა უნდა, ჩვენგან უარი მიიღო“, – იხსენებს გლედის რიჩარდსის ქალიშვილი ჯილიანი.

ნათესავებმა გარდაცვლილი სტან კორბი ერთ-ერთ პალატაში შემთხვევით აღმოაჩინეს. მოხუცს ვენაში გადასხმის სისტემის მილი ჰქონდა შეყვანილი. მოგვიანებით გაირკვა, რომ მილიდან ჰეროინი მიეწოდებოდა. მამაკაცი კლინიკაში შეყვანიდან მეორე დღეს გარდაიცვალა. ბარტონის კიდევ ერთი პაციენტი თირკმლების მკურნალობის შედეგად გარდაიცვალა. გაკვეთის შემდეგ პათოლოგანატომებმა მის სხეულში ნარკოტიკების მთელი კოქტეილი აღმოაჩინეს.

თავად ექიმი ბრალს არ აღიარებს და ამტკიცებს, რომ პაციენტების ტანჯვის შემსუბუქებას ცდილობდა.

 

Comments

comments

Related posts