Home » ბლოგი » “ექსთავდაცვის მინისტრს, წარმოდგენა არ ჰქონია არც მოქმედ კონსტიტუციაზე, არც ახალ პროექტზე”

“ექსთავდაცვის მინისტრს, წარმოდგენა არ ჰქონია არც მოქმედ კონსტიტუციაზე, არც ახალ პროექტზე”

ამირან სალუქვაძე

ბრიგადის გენერალი

პრეზიდენტის სასახლეში კონსტიტუციის განხილვას დავესწარი.
ამ პოსტის დაწერას არ ვგეგმავდი, რადგან კონსტიტუციის მერვე თავთან დაკავშირებით დეტალურ მოსაზრებებს მოგვიანებით ვაპირებ.

ერთმა გარემოებამ გამაოცა.
ზოგიერთ ექსჩინოვნიკს, განსაკუთრებით ექსთავდაცვის მინისტრს, წარმოდგენა არ ჰქონია არც მოქმედ კონსტიტუციაზე, არც.ახალ პროექტზე.

დღეს რაღაც უაზრო განცხადებები გაკეთდა, თითქოს კონსტიტუციის პროექტი უშვებს მხედრიონის მსგავსი.ფორმირებების შექმნას. ასევე წარმოდგენა არ ჰქონიათ რა პროცედურები არსებობს მოქმედ კონსტიტუციაში ჯარის გამოყენების კუთხით.

გაუგებრობა გამოიწვია ფრაზამ “სამხედრო და სხვა შეიარაღებული ძალები”. ნუთუ არ ვიცით, რომ მოქმედ კონსტიტუციაშიც არსებობს იგივე ცნებები: “სამხედრო ძალები” და “შეიარაღებული ძალები”. ახალ პროექტში ეს ცნებები ადგილებით გაიცვალა.

კერძოდ, თუ შეიარაღებულ ძალებში მოიაზრებოდა ქართული ჯარი, ახლა მას უწოდებენ სამხედრო ძალებს. იმ ფორმირებებს, რომლებიც შესაძლოა შედიოდნენ სხვა ძალოვან სტრუქტურებში, ან.შესაძლოა ცალკე შეიქმნას სპეციალური დანიშნულების ქვედანაყოფების სახით (ბევრ ქვეყანაშია, ჩვენთანაც იყო), მათ ეწოდება შეიარაღებული ძალები. თუ ასეთი ძალები იარსებებს, საომარ ვითარებაში ისინი გენშტაბს დაექვემდებარებიან.

მე ამ სახელწოდებების ადგილებით გაცვლა არ მომწონს და არ ვეთანხმები, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ეს ჩანაწერი უშვებს უკანონო შეიარაღებული ფორმირებების შექმნას. თუ ეს ჩანაწერი ეჭვს იწვევს, მაშინ მოქმედი კონსტიტუციაც შეიძლება უშვებდეს იგივეს. თუმცა ეს ასე.არაა.

კონსტიტუციის იმ თავში, რომელსაც “თავდაცვა და უსაფრთხოება” ჰქვია, სხვა უფრო მნიშვნელოვანი საკითხებია, რომელთა ირგვლივ მსჯელობა უნდა.მოხდეს არა მხოლოდ არასამთავრობოების დონეზე, არამედ გამოცდილი სამხედროების ჩართულობით, არა რამდენიმე საათიანი დისკუსიის ფორმით, არამედ სამუშაო ფორმატში.

იმედია ასეთი მონაწილეობის საშუალება მოგვეცემა, რადგან მოქმედი კონსტიტუციაც და ახალი პროექტიც პრობლემურია. ეს პრობლემები კი აუცილებლად იჩენენ თავს როგორც მშვიდობიან,.ასევე საომარ პერიოდში, თუ მათი შესწორება არ მოხდა.

რაც შეეხება უშიშროების საბჭოს გაუქმების საკითხს. თუ პრეზიდენტს ვტოვებთ უმაღლეს მთავარსარდლად, მას ესაჭიროება სპეციალური ორგანო როგორც მშვიდობიან, ასევე საომარ პერიოდში, რომელსაც შესაძლოა სხვა სახელი ერქვას.

ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ არსებობს ისეთი კრიზოსებიც, როცა საომარი მდგომარეობა არ ცხადდება, არმიის გამოყენების აუცილებლობა კი შესაძლოა დადგეს.

ასევე უნდა განვმარტოთ, რომ უშიშროების საბჭო, მიუხედავად იმისა, რომ მას თავდაცვის ორგანოზაცია ევალება, არაა მართვის ორგანო.

ასევე, კარგი იქნება თუ გავერკვევით რას ნიშნავს “უმაღლესი მთავარსარდალი” და რითი განსხვაბდება ის “სახელმწიფოს მეთაურისგან”.

ამ ეტაპზე სხვა განმარტებებს არ გავაკეთებ აღნიშნულ საკითხზე. როგორც წინა ბლოგში დავწერე, ყველა რესურსის ამოწურვის შემდეგ შემოგთავაზებთ მთლიან ანალიზს და მოსაზრებებს.

Facebook Comments
x

Check Also

9 წლიანი რეჟიმის გახსენება ჩემთვის საკმარისი არგუმენტია იმისთვის, რომ გადავიდეთ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე

„კონსტიტუცია არის ისეთი დოკუმენტი, რომელიც უნდა მოქმედებდეს ძალიან დიდი ხნის განმავლობაში,  შესაბამისად, ჩვენ, გრძელვადიან პერსპექტივაში, ...