Home » საზოგადოება » „ექსპო-ჯორჯიასთან“, სადაც „ქართული ოცნების“ ყრილობა უნდა დაიწყოს, რამდენიმე ადამიანი დააკავეს

„ექსპო-ჯორჯიასთან“, სადაც „ქართული ოცნების“ ყრილობა უნდა დაიწყოს, რამდენიმე ადამიანი დააკავეს

„ექსპო-ჯორჯიასთან“, სადაც „ქართული ოცნების“ ყრილობა უნდა დაიწყოს, რამდენიმე ადამიანი დააკავეს.

ინციდენტი მას შემდეგ დაიწყო, რაც სამოქალაქო აქტივისტებმა საპროტესტო ბანერების გაშლა დაიწყეს, ასევე ისინი ცდილობდნენ გზის გადაკეტვას.

ცნობისთვის, დღეს, პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ყრილობა გაიმართება და მას მთელი ქვეყნის მასშტაბით 400-მდე დელეგატი დაესწრება.

ყრილობა აირჩევს პარტიის ახალ თავმჯდომარეს და პარტიის პოლიტიკური საბჭოს განახლებულ შემადგენლობას.

როგორც ცნობილია პოლიტიკური საბჭოს გადაწყვეტილებით, პარტიის თავმჯდომარის პოსტზე წარდგენილი იქნება ირაკლი კობახიძის კანდიდატურა.

x

Check Also

ნინო ბურჯანაძე – მოლაპარაკებაზე ირაკლი ღარიბაშვილი არჩილ თალაკვაძემ უნდა ჩაანაცვლოს – ღარიბაშვილი ბრიუსელში ვეღარ უნდა წავიდეს

ოპოზიცია ყველაფერს გააკეთებს, რომ პირველ რიგში მას არ დაბრალდეს მოლაპარაკების ჩაშლა, რომელსაც ასე ძალიან ცდილობს ...