Home » მთავარი » “ექსტრა მითი” ყოველთვის მზად არის გვერდში დაუდგეს მოტივირებულ, მიზანსწრაფულ ახალგაზრდებს

“ექსტრა მითი” ყოველთვის მზად არის გვერდში დაუდგეს მოტივირებულ, მიზანსწრაფულ ახალგაზრდებს

როგორც საზოგადოებისთვის უკვე ცნობილია, სააგენტო geomediatv.ge სტეპის პროექტის „მომავალ სპიკერთა(პრეზენტატორთა) სკოლა 2016“ -ის საინფორმაციო მხარდამჭერია, სწორედ ამიტომ მკითხველს პროექტთან დაკავშირებულ ყველა დეტალს ვაცნობთ.

სტეპის პროექტის „მომავალ სპიკერთა(პრეზენტატორთა) სკოლა 2016“  გენერალური სპონსორია კვების პროდუქტების მწარმოებელი კომპანია ექსტრა მითი/ EXTRA MEAT, რომელიც ყოველთვის მზად არის გამოწვევებისთვის და მუდამ ინოვაციური პროექტებისა და ახალი ინიციატივების მხარდამჭერია. ექსტრა მითი შედის საქართველოს მასშტაბით კომპანიათა იმ ოთხეულში,რომლებიც საერთაშორისო ხარისხსა და სტანდარტს აკმაყოფილებს კვების პროდუქტების წარმოებაში.

უკვე მეორე პროექტია კომპანია ექსტრა მითი სტეპის პარტნიორია და ახალგაზრდების განვითარებაში თავისი წვილილი შეაქვს. როგორც კომპანიის მფლობელები აცხადებენ, ექსტრა მითი ყოველთვის მზად არის გვერდში დაუდგეს მოტივირებულ, მიზანსწრაფულ  ახალგაზრდებს, შეუქმნას მათ სწავლისა და განვითარებისათვის საჭირო გარემო და რეალური დახმარება გაუწიოს მათ წარმატების მისაღწევად, რადგან სწორედ ისინი ქმნიან საქართველოს მომავალს.

ექსტრა მითის სტეპთან თანამშრომლობა „საერთაშორისო განვითარების ასოციაციის ახალგაზრდული სამიტიდან 2016“ დაიწყო.

„ჩვენ  მაშინ პირველად დავიწყეთ არაფორმალური განათლების კუთხით პროექტების დაგეგმვა, არ გვქონდა არანაირი გამოცდილება, კონტაქტები, უბრალოდ გვქონდა იდეა და ვისწრაფვოდით ამ იდეის ხორცშესხმისთვის. ძალიან გვიჭირდა, რადგან რთულია „ბექგრაუნდის“ გარეშე დააინტერესო კომპანიები. სწორედ, ექსტრა მითი იყო ის კომპანია, რომელმაც ჩვენ პირველმა ნდობა გამოგვიცხადა, დახმარების ხელი გამოგვიწოდა, თავიდან ბოლომდე უზრუნველყო პროექტი საკანცელარიო პროდუქციით და , რაც მთავარია, გამარჯვებულს პლანშეტი გადასცა საჩუქრად.“- აცხადებს სტეპის თავმჯდომარე  თამთა მარგველაშვილი.

დღეს ექსტრა მითი პროექტის მთავარი პარტნიორია, გენერალური სპონსორი, რაც სტეპის გუნდისთვის ძალიან სასიხარულო მოვლენაა. ვინაიდან ორგანიზაცია თვითდაფინანსებაზეა, ძალიან ბევრი და კარგი იდეის უკუგდება უწევდა. ახლა კი, ამ კეთილი ადამიანებისა და კომპანიის მხარდაჭერით  სტეპის გუნდი ძალიან ბევრ სიურპრიზს გპირდებათ პროექტის „მომავალ სპიკერთა(პრეზენტატორთა) სკოლა 2016“ ფარგლებში.

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

მთავრობამ თავისი უარით თქვა, რომ 199 ევროიანი ბილეთი ურჩევნია

მთავრობის უარს მიხეილ სააკაშვილის შეთავაზებაზე, უცხოეთში დარჩენილი საქართველოს მოქალაქეების უფასოდ შემოყვანასთან დაკავშირებით გრიგოლ ვაშაძე ეხმაურება ...