Home » მთავარი » ე.წ. კაბელების საქმე, დარღვეული დუმილი და ახალი გვარები …(ვიდეო)

ე.წ. კაბელების საქმე, დარღვეული დუმილი და ახალი გვარები …(ვიდეო)

    ე.წ. კაბელების სკანდალური საქმის სკანდალური გაგრძელება-შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსანმა პოსტსკრიპტუმს ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა. გიორგი ბაჯელიძე, რომელიც  შინაგან საქმეთა სამინისტროს შესყიდვების სამსახურის უფროსად, 2013 წელს  ირაკლი ღარიბაშვილის მინისტრობისას მუშაობდა, ე.წ. კლანურ მმართველობაზე და მინისტრ ღარიბაშვილის ნათესავებისთვის გადაცემულ მთელ ძალაუფლებაზე ყვება. ამბობს, რომ თავდაცვის  სამინისტროს ყოფილი თანამშრომლები ხელისუფლებამ პოლიტიკურ თამაშებს შესწირა.

ბაჯელიძე იმ  გრიფით საიდუმლო ხელშეკრულების გასაჯაროვებას ითხოვს, რომელიც შს ყოფილმა მინისტრმა ღარიბაშვილმა საიდუმლო სპეციალური კავშირის უზრუნველყოფისათვის,  ერთ-ერთი კომპანიას გაუფორმა.

გიორგი ბაჯელიძე ყვება, რომ ყველაფერი 2013 წელს დაიწყო, როდესაც ის და  შინაგან საქმეთა სამინისტროს საფინანსო დეპარტამენტის მაშნდელი  ხელმძღვანელი ოთარ დანელია, გენერალურ ინსპექციაში,  უფროსის მოადგილე აკაკი ჩხენკელმა  დაიბარა. ბაჯელიძის განცხადებით, ჩხენკელმა მათ კონკრეტული კომპანიისთვის ხელშეკრულების გაფორმება დაავალა, თუმცა  ზეპირი ბრძანების შესრულებაზე, მაშინ შინაგან საქმეთა სამინისტროს შესყიდვების სამსახურმა უარი თქვა,  დავალება მხოლოდ  გრიფით საიდუმლო ბრძანების მიღების შემდეგ შესრულდა და ის მალევე ციხეში  სხვა ტენდერის გამო ჩასვეს, რომელშიც როგორც ბაჯელიძე ყვება, ირაკლი ღარიბაშვილთან დაახლოვებულმა კომპანიამ ვერ გაიმარჯვა. მას ბრალი დასდეს, რომ ტენდერის მონაწილისგან ქრთამის სახით, 9 000 ლარი აიღო.

   პოსტსკრიპტუმს  დელტაკომში დაუდასტურეს, რომ სწორედ მათ გაუფორმა შინაგან საქმეთა სამინისტრომ ხელშეკრულება. კომპანიამ 2013 წლიდან 2015 წლამდე ამ მომსახურებაში რამდენიმე მილიონი აიღო, თუმცა რამდენი კომპანიის დირექტორს არ ახსოვს. ასევე გაირკვა, რომ სკანდალური და გრიფით საიდუმლო ხელშეკრულება, ახლა აღარ მოქმედებს და უკვე ხუთი თვეა, დელტაკომი შინაგან საქმეთა სამინსიტროს ისევ უფასოდ ემსახურება.

https://www.youtube.com/watch?v=b4fqrG52jSw

 

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

“ევროპული საქართველო” დიდუბე-ჩუღურეთში მხარს ზურა ჯაფარიძეს დაუჭერს

“გირჩის” ლიდერი ზურაბ გირჩი ჯაფარიძე არჩევნებზე კენჭს დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარულ ოლქში იყრის. ზურაბ გირჩი ჯაფარიძე არჩევნებზე ...