Home » მთავარი » ვაგრძელებთ ბრძოლას! რადგან “დანაშაულებრივი კოჰაბიტაციის რეჟიმი” ახალ და უფრო მძლავრ ფაზაში გადადის!

ვაგრძელებთ ბრძოლას! რადგან “დანაშაულებრივი კოჰაბიტაციის რეჟიმი” ახალ და უფრო მძლავრ ფაზაში გადადის!

როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, „ევროპული საქართველოს“ ლიდერებმა თავიანთ საარჩევნო ნომრად 2 დაასახელე. 2016 წლის არჩევნებზე 2 ნომრით ამომრჩევლის წინაშე „პროგრესულ დემოკრატიული მოძრაობა“ იყო წარმოდგენილი. მოძრაობის წევრებმა ფაქტი გუშინ ცესკოსთან გააპროტესტეს და სპეციალური განცხადებაც გაავრცელეს.

იხ. ლინკი

http://www.gmtv.ge/%e1%83%94%e1%83%95%e1%83%a0%e1%83%9d%e1%83%9e%e1%83%a3%e1%83%9a%e1%83%98-%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%a5%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%97%e1%83%95%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%9d%e1%83%a1-%e1%83%92%e1%83%90/

ცესკოსთან საპროტესტო აქციის შემდეგ „პროგრესულ – დემოკრატიული მოძრაობის“ თავმჯდომარე, თბილისის მერობის კანდიდატი ლაშა სტურუა მორიგ განცხადებას ავრცელებს და საზოგადოებას, მედიასა და ხელისუფლებას მიმართავს:

-3 აგვისტოს მოვლენასთან დაკავშირებით “სწორი პასუხი” სრულიად საქართველოს, პირველ რიგში ჩვენს მხარდამჭერებს, ასევე ხელისუფლებას, მედიას, კეთილადგანწყობილ თუ მოქილიკეებს,მათ ვინც კვლავ არასწორი ფორმულირებით დეზინფორაციას დეზინფორმაციით ამაგრებენ.

სიმართლე და მხოლოდ სიმართლე!

მოცულობითია, თუმცა ვფიქრობთ, რომ ჩვენ, როგორც პასუხისმგებლობიანი პოლიტიკური ძალა ვალდებულნი ვართ საზოგადოებას დაპირებისამებრ განუმარტოთ – საარჩევნო N 2 – თან დაკავშირებული საკითხი:

რა გითხრათ, რით გაგახაროთ? … როგორც მოგეხსენებათ,  “ევროპულმა საქართველომ” გაავრცელა განცხადება, რომ ადგილობრივ არჩევნებზე საარჩევნო N 2 – ით იასპარეზებს. აღნიშნულთან დაკავშირებით, ჩვენ -” პროგრესულ – დემოკრატიულმა მოძრაობამ” მივმართეთ ცესკოს განმარტებისათვის, რადგანაც საარჩევნო კოდექსის 145 – მუხლის მე-8 პუნქტის მოთხოვნათა დაცვის შემთხვევაში, აღნიშნული საარჩევნო ნომრით ჩვენ ვაპირებდით მონაწილეობას, რასაც საარჩევნო კოდექსის გარდა ცესკოს თავმჯდომარის ოფიციალური პასუხიც ადასტურებდა ა/წ 7 ნოემბრის ჩვენს შეკითხვაზე და სწორედ ამ ყოველივეთი დაიმედებულნი საარჩევნო N 2 – ს, ვაპიარებდით, როგორც ჩვენს საარჩევნო ნომერს მოყოლებული 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს 2 სექტემბრის წილისყრით მიღებულს და ჩვენზე მოკუთვნებულს.

“ევროპული საქართველოსადმი” ჩვენი მოძრაობის დამოკიდებულება, როგორც “ნაცმოს” განაყოფისადმი საყოველთაოდ ცნობილია,(მკვეთრად უარყოფითი), თუმცა ამ სფეროში მათი კომპეტენცია და გამოცდილება ეჭვქვეშ არასოდეს დაგვიყენებია და სწორედ ამიტომაც ვფიქრობდით, რომ ასეთ არაკომპეტენტურ და რაც მთავარია მათთვის არასახარბიელო განცხადებას (იმ შემთვევაში თუ კი N 2 ჩვენ გვეკუთვნოდა) ისინი არ გააკეთებდნენ და საქმე სხვა რამეში გახლდათ… სწორედ ამიტომაც მივმართეთ ცესკოს განმარტებისათვის და, როგორც იტყვიან : “ჰოი საოცრებავ!” კერძოდ: – შევხვდით ცესკოს თავმჯდომარის მოადგილეს, ბატონ – გიორგი შარაბიძეს და ცესკოს იურისტს და ჩვენთვის ყველაფერი ნათელი გახდა:  საარჩევნო კოდექსის 145- მუხლს სულ რაღაც 5 დღის წინ, 2017 წლის 30 ივლისს, ქურდულად ისე,რომ პოლიტიკური სპექტრის უმეტესობა(მათ შორის ჩვენც) საქმის კურსში არ ვიყავით… ის ე.წ. “საპარლამენტო ოპოზიციას კი (“ნაცმოსა” და “ევროპული საქართველოს” სახით, რომლებიც ყველაფერზე ყიყინებენ ხოლმე, ხმაც არ ამოუღიათ რადგანაც ეს დამატება პირდაპირ მათთვის კეთდებოდა) გარდა მე – 8 პუნქტისა დაემატა – მე – 8 “პრიმა” პუნქტიც, რითაც “ევროპულ საქართველოს” ნამდვილად მიეცა შესაძლებლობა განაცხადოს პრეტენზია შესაბამის საარჩევნო ნომერზე.

კიდევ უფრო საინტერესო კი ის არის, რომ მე-8 პუნქტიც ძალაშია და ჩვენც გვინარჩუნდება ამ ნომერზე პრეტენზიის გაცხადებისა. (თუმცა სამწუხაროდ იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ რადგანაც ეს სპეციალური ჩანაწერი გაკეთდა უპირატესობას მაღალი ალბათობით “ევროპულ საქართველოს” მიანიჭებენ, როგორც ცესკო, ისე მისი დადგენილების გასაჩივრების შემთხვევაში სასამართლოც)…

მთელ ამ ისტორიაში ყველაზე სამწუხარო ის კი არ არის, რომ მაგ: ჩვენ არ გვექნება საარჩევნო N 2 (თუმცა რა თქმა უნდა ესეც მეტად საინტერესო იქნებოდა ჩვენთვის, რათა ის მცირეოდენი უპირატესობა გამოგვეყენებინა რაც საპარლამენტო არჩევნებზე რეგისტრირებულ პარტიებს აძლევდა ამ კუთხით)

ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ “დანაშაულებრივი კოჰაბიტაციის რეჟიმი” ახალ და უფრო მძლავრ ფაზაში გადადის და “ნაცმოსა” და მის სატელიტებს სასათბურე პირობებს უქმნის, პრივილეგირებულ მდგომარებაში აყენებს და ეს ყოველივე “ქართული ოცნების” საკონსტუტუციო უმრავლესობის მქონე პარლამენტში კეთდება. ასე, რომ პრეტენზია არც “ევროპულ საქართველოსთან” გვაქვს (გარდა ცრუპენტელობისა, რაც მათთვის ორგანულია) და რა თქმა უნდა არც ცესკოსთან ამ შემთხვევაში… – ჩვენი პრეტენზია პირველ რიგში მიმართულია – საქართველოს პარლამენტისაკენ – სადაც საკონსტიტუციო უმრავლესობის მქონე “ქართული ოცნების” ძუძუს ხარბად დასწაფებია “ნაცმო” და მისი სატელიტი “ევროპული საქართველო” …ტკბილად შეეექცევიან “კოჰაბიტაციის ნაჟურ რძეს” – ეს ყველა ერთად კი როგორც ტკბილი ოჯახი – თავთავისი კარგად განსაზღვრული როლებით – სისხლს სწოვენ დანარჩენ საქართველოს, მათ შორის – ჩვენს სულ ახაფეხადგმულ პოლიტიკურ ძალასაც… როგორც ჩანს, მიუხედავად იმისა, რომ საკუთარ თავზე ასეთი დიდი წარმოდგენა არ გვქონია, როგორც ჩანს ვიღაცას (ძლიერთა ამა ქვეყნისათა) გულზე დავადეგით და ყოველივე ის, რაზედაც ამ კონკრეტული ფაქტის გარეშეც გვისაუბრია – მედიის მხრიდან იგნორირება, ბიზნესტრუქტურების უარები შემოწირულობის თაობაზე, სოციოლოგიურ გამოკითხვებში ჩვენი გამოტოვება და ა. შ. — სწორედაც ჩვენი პოლიტიკური ველიდან გარიყვასა და იმედგაცრუებას ემსახურება!

თუმცა ყველა ამ მოცემულობის მსურველსა თუ შემოქმედს, მინდა გავუცრუვო იმედი, რადგანაც თვენს ხელშია ყველაფერი, მაგრამ ჩვენი მთავარი იარაღი კი ჰეგელიანური იდეალიზმია და ამ სულისკვეთებით აღტკინებული, სამშობლოზე უზომოდ შეყვარებული და ქვეყნის რეალურ პროგრესსზე ორიენტირებული პატრიოტების, სრულიად ბუნებრივი და ორგანული გაერთიანება!

ასე, რომ – ნომერი 2 კი არა, სულ, რომ არ გვქონდეს ნომერი – მომავალი მაინც ჩვენია! (ჩვენ არც სიმბოლიზმზე, არც ნუმეროლოგიაზე და არც გარკვეულ ცრურწმენებზე დამოკიდებული ხალხი არ ვართ, ჩვენ იდეით შეკრული თანამებრძოლები ვართ და ამ იდეას ერთადერთი სახელი – საქართველო – ჰქვია!)

P.S. … და ბოლოს, ღმერთია მოწამე, რომ ჩვენ ამ კამპანიის ჩატარება სრული პოზიტივის ფონზე გვსურდა, ვფიქრობდით შესაბამის ლოზუნგებზეც, მაგ: “დავუბრუნოთ თბილისს,თბილისური ღიმილი” და ა.შ. ნამდვილად აღარ გვქონდა სურვილი გვესაუბრა წარსულზე და მხოლოდ მომავალზე ვორიენტირებულიყავით. ყოველივე ზემოაღნიშნუიდან გამომდინარე ეს მეტად, რთული იქნება, თუმცა ყველანაირად შევეცდებით მიუხედავად ყველაფრისა არ გადავუხვიოთ არჩეულ პრინციპს და არ დავეცეთ “კოჰაბიტირებულთა” დონეზე, მაგრამ როგორც ჩანს ჩვენი კამპანიისას – პარალელურ რეჟიმში – ერთ-ერთ მთავარ ლეიტმოტივად – “დანაშაულებრივი კოჰაბიტაციის რეჟიმის” დასრულებას ვაქცევთ, რითაც ამოვატრიალებთ პირამიდას და არსებულ მჩაგვრელ სისტემას ხალხის მსახურების სისტემით შევცვლით – მიუხედავად იმისა თუ რა საარჩევნო ნომრით ვიასპარეზებთ არჩევნებში, ჩვენ ამას “თქვენგან, თქვენთვის და თქვენთან ერთად”! მაინც შევძლებთ ადრე თუ გვიან და ამაში თითოეული თქვენთაგანის იმედი გვაქვს! ჩვენ მარათონელები ვართ და არა სპრინტერები, შესაბამისად გვაქვს უსაზღვრო ნებისყოფა, ღვთის სასოება და ჰეგელიანური იდეალიზმი!

Facebook Comments
x

Check Also

“ერთადერთი გზა, რაც ჩვენ უნდა ავირჩიოთ, ეს არის ერთიანობა, კონსოლიდაცია, თანამშრომლობა…”

“ახალი საქართველოს” თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე სხვა პოლიტიკურ პარტიებს, მაჟორიტარული ოლქების გადანაწილებასთან  დაკავშირებით, გაერთიანებისაკენ მოუწოდებს და ...