Home » მთავარი » “ვადასტურებ, რომ შორენა თეთრუაშვილთან ტკბილი ურთიერთობა არ მქონდა…”

“ვადასტურებ, რომ შორენა თეთრუაშვილთან ტკბილი ურთიერთობა არ მქონდა…”

სოსო ოხანაშვილი პატრიარქს 14 წელი იცავდა. უწმინდესის დაცვის უფროსის პოსტი მან საკუთარი ნებით დატოვა და პირველად ალაპარაკდა იმ დეტალებზე, რომელიც ჯერ არ გაჟღერებულა. როგორც მან რუსთავი 2-თან საუბარში განაცხადა, „ემსხვერპლა სიმართლისთვის ომს“. რაც შეეხება მეუფე იაკობს, რომელიც მისი შვილის ნათლიაა, ამბობს, რომ საუბარი ამ ეტაპზე არ სურს და არვ იმას ახელს, თუ რა შინაარსის საუბარი შედგა უწმინდესსა და უკვე დაცვის ყოფილ უფროსს შორის.

„უწმინდესმა დამლოცა, მომცა ლოცვა-კურთხევა და ამის შემდეგ დავტოვე თანამდებობა. ეს უმძიმესი მდგომარეობაა, მე პატრიარქისთვის მხოლოდ დაცვა არ ვიყავი, მე მასთან ვიყავი მუდამ“-აცხადებს ოხანაშვილი.

სოსო ოხანაშვილი იყო უწმინდესის გვერდით აგვისტოს ომის დროს დაღუპული გმირების გამოყვანის დროს. მაშინ პარტიარქმა მითხრა:

-„ჩემი ანაფორა დაუფინეთ, არ შესცივდეთო“

სოსო ოხანაშვილი ამბობს, რომ უარი განაცხადა 7 ნოემბრის აქციის დარბევაზე და ამისათვის ჯარიდან დაითხოვეს, მას არ მისცეს უფლება აგვისტოს ომში წასვლის. ამბობს, რომ დღეს უსამართლობას შეეწირა და გარე ძალების ჩარევით ეკლესიაში უკვე დიდი ხანია ბრძოლა მიდის.

დავადასტურებ იმას, რომ შორენა თეთრუაშვილთან ტკბილი ურთიერთობა არ მქონდა. მუშაობის პროცესში ყველა საკითხს ვათანხმებდი პატრიარქთან და არავისთან სხვასთან, ესეც იყო უკმაყოფილების ერთ-ერთი მიზეზი, რომ თურმე პატრიარქთან შეთანხმების მერე კიდევ სხვასთან უნდა შემეთანხმებინა, რასაც არ ვაკეთებდი“.

სოსო ოხანაშვილი იყო პირველი, რომელმაც გერმანიაში პატრიარქს დეკანოზ მამალაძის დაკავება შეატყობინა, ეს მოხდა მისი თბილისში გამოფრენამდე.

Facebook Comments
x

Check Also

“ძვირფასო ქალებო, ნურავინ მოგატყუებთ და ნურც თავს მოიტყუებთ…”

გიორგი კეკელიძე -იმ ქალს, მოკლულ გოგონას რომ ჭკუას ასწავლის, ოდესღაც აუცილებლად ექნებოდა სხვა ოცნებები. მერე ...