Home » მთავარი » ვაი “პატრიოტები”-ამაზე საშინელი მორალური დაცემა გონებისა წარმოუდგენელია!

ვაი “პატრიოტები”-ამაზე საშინელი მორალური დაცემა გონებისა წარმოუდგენელია!

დეკანოზი ილია ჭიღლაძე თათია დოლიძისადმი “ქართული მარშის” ორგანიზატორების მიერ გაკეთებულ კომენტარებს ეხმიანება და აცხადებს:

-სოცქსელში გავრცელდა ვაი “პატრიოტების” კომენტარები გაუპატიურების მოწოდების შემცველი ერთი ახალგაზრდა მანდილოსნის მისამართით. არ შემიძლია არ ვთქვა: ამაზე საშინელი მორალური დაცემა გონებისა წარმოუდგენელია! კიდევ უფრო წარმოუდგენელია ის, რომ ეს სუბიექტები პატრიოტებად აცხადებენ თავს! რა ხდება?!

ნუთუ პატრიოტიზმი ასეთი სულიერი ხრწნაა?! თუ პატრიოტიზმის მტრები ძალად იფარებენ ამ ნიღაბს ჭეშმარიტი პატრიოტიზმის სამტროდ და გასანადგურებლად?!

საზოგადოების ვალია ყველანაირ ძალადობას ვუთხრათ: არა! გაუმარჯოს ურთიერთპატივისცემას და სოლიდარობას! მხოლოდ ესაა ერთადერთი გზა ძლიერი, დემოკრატიული და ჯანსაღი სახელმწიფოს შესაქმნელად!

Facebook Comments
x

Check Also

“გავაგონოთ ივანიშვილს და მის პრეზიდენტს ხალხის პროტესტი!..”-აქცია ათონელზე

პარლამენტის წინ მიმდინარე აქციის პარალელურად ათონელზე, პრეზიდენტის რეზიდენციასთან აქცია მიმდინარეობს. ზაალ უდუმაშვილის თქმით, რეზიდენციასთან აქცია ...