Home » ეს საინტერესოა » ვაკანსია მექსიკაში: თვეში 10 ათასი დოლარი იმას, ვინც კურორტზე იცხოვრებს

ვაკანსია მექსიკაში: თვეში 10 ათასი დოლარი იმას, ვინც კურორტზე იცხოვრებს

ვებგვერდმა Cancun.com-მა ვაკანსია გამოაქვეყნა – “კანკუნას თავგადასავლების დირექტორი” (CEO). ადამიანმა, რომელიც ამ პოზიციას დაიკავებს, 6 თვის განმაცლობაში მექსიკურ კურორტ კანკუნზე დრო უნდა გაატაროს. ხელფასი, თვეში 10 ათასი დოლარი იქნება.

კანკუნას “დირექტორმა”, უნდა გამოიკვლიოს საინტერესო ადგილები და მათ შესახებ სოციალურ ქსელებსა და Cancun.com-ის ბლოგზე წეროს, მათ შორის გადაიღოს ფოტოები და ვიდეოები. მაგალითად, მას მოუწევს პირამიდაზე აღმართვა, რომელიც 3 ათასი წლის წინ გააშენეს ან იცურაოს დელფინებთან ერთად.

ვაკანსიაში წერია, რომ CEO უფასოდ იცხოვრებს “კურორტის დიდებულ სასტუმროში”. მოთხოვნის გაგზავნის ვადა დეკემბრის შუა რიცხვებში ამოიწურება. ანკეტაში საჭიროა მიუთითოთ თქვენი სოციალური ქსელების ბმულები და გადაიღოთ მოკლე ვიდეო საკუთარი თავის შესახებ.

2018 წლის იანვარში შეარჩევენ 50 საუკეთესო გზავნილს, რომლიდანაც 5 ფინალისტს გამოარჩევენ – ისინი კანკუნზე გამარჯვებულის გამოსავლენად გაემგზავრებიან. მუშაობა 2018 წლის მარტიდან, აგვისტომდე გაგრძელდება.

ვაკანსია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

https://ceo.cancun.com/

 

წყარო: imedinews.ge

 

Facebook Comments
x

Check Also

“კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით, გთხოვთ, თავი შეიკავოთ ირანში მოგზაურობისგან”

საგარეო საქმეთა სამინისტრო Facebook-ზე საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს, კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით შექმნილი მდგომარეობის გამო, თავი შეიკავონ ...