You are here
ვანკუვერის ტრაგედიიდან 8 წელი გავიდა მთავარი სპორტი ყველა სიახლე 

ვანკუვერის ტრაგედიიდან 8 წელი გავიდა

ზამთრის ოლიმპიური თამაშების ოფიციალური ცერემონიალის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე, უისტლერის საციგაო ტრასაზე საცდელი დაშვებისას ქართველი მოციგავე ნოდარ ქუმარიტაშვილი ფატალურ შემთხვევას ემსხვერპლა.

ამ ტრაგედიას ეხმაურება საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტიც.

“ნოდარი შრომისმოყვარე, ნიჭიერი, მიზანდასახული, მრავალმხრივად განათლებული ახალგაზრდა გახლდათ. საქართველოს ოლიმპიური გუნდის გამორჩეულ და საოცარი პერსპექტივის მქონე სპორტსმენს ნამდვილად დიდი მომავალი ჰქონდა, რომ არა ეს საბედისწერო შემთხვევა.

ნოდარ ქუმარიტაშვილის სახელის უკვდავსაყოფად და მისი ხსოვნისადმი პატივის მისაგებად საქართველო და საერთაშორისო ოლიმპიური მოძრაობა მუდამ ერთსულოვანი იქნება”, – ნათქვამია სეოკ-ის წერილში.

 

Comments

comments

Related posts