Home » მთავარი » ვარსკვლავების მატჩის ანგარიში გაიხსნა

ვარსკვლავების მატჩის ანგარიში გაიხსნა

ვარსკვლავების მატჩი დინამო არენაზე ამ წუთებში დაიწყო. ფეხბურთელებმა მოედანზე შემოსვლა 21:00 საათიდან დაიწყეს. შემდეგ კი გაჟღერდა საქართველოს ჰიმნი.

ანგარიში პირველივე წუთზე ლუკა ტონიმ გახსნა, თუმცა მას არც ქართველი ფეხბურთელები ჩამოუვარდნენ და მესამე წუთზე მეტოქის კარში ბურთი ალექსანდრე იაშვილმა გაიტანა.

კომენტატორების პროგნოზით წინ მაყურებელს დიდი სანახაობა ელის.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით, საქველმოქმედო მატჩი იმართება. შეხვედრამ, სახელწოდებით “მსოფლიოს ვარსკვლავები საქართველოსთვის“ თბილისში, დინამო არენაზე ვეტერანი ფეხხბურთელები ქველმოქმედებისთვის გააერთიანა. მატჩიდან შემოსული თანხა ბორჯომის გადამწვარი ტყის აღდგენას მოხმარდება.

Facebook Comments
x

Check Also

“ქართული ოცნების” რეიტინგი 55-60%-ს შორის არის და არჩევნებამდე კიდევ უფრო გაიზრდება”

ირაკლი კობახიძის განცხადებით, “ქართული ოცნების” რეიტინგი 55-60%-ს შორის არის და არჩევნებამდე კიდევ უფრო გაიზრდება. კობახიძე ...