Home » მთავარი » “ვაღიარებ, რომ შეცდომები დაშვებული იყო, რისთვისაც შენდობას ვითხოვ ჩემი პატრიარქისა და მთელი საზოგადოებისგან” – დეკანოზი თადეოზ სარალიძე შენდობას ითხოვს

“ვაღიარებ, რომ შეცდომები დაშვებული იყო, რისთვისაც შენდობას ვითხოვ ჩემი პატრიარქისა და მთელი საზოგადოებისგან” – დეკანოზი თადეოზ სარალიძე შენდობას ითხოვს

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური დეკანოზ თადეოზ სარალიძის შენდობის თხოვნის წერილის აქვეყნებს.

როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, დეკანოზი შენდობას პატრიარქსა  და საზოგადოებას სთხოვს.

“მე, დეკანოზი თადეოზი სარალიძე, ვითხოვ შენდობას ჩემი მღვდელმთავრისგან იმის გამო, რომ ვიქადაგე ისეთ თემებზე, რომლებზეც არ მქონდა მისი ლოცვა-კურთხევა. მოძღვარი უფლებამოსილია, ეკლესიაში იქადაგოს მხოლოდ სახარებისა და საეკლესიო დღესასწაულების განმარტება.

ეს ქადაგება, რომელიც იყო არაკორექტული, გავიდა სოციალურ ქსელებში და დიდი შეშფოთება გამოიწვია საზოგადოებაში.

ვაღიარებ, რომ შეცდომები დაშვებული იყო ეროვნული, სოციალური და პედაგოგიური კუთხით, რისთვისაც შენდობას ვითხოვ ჩემი პატრიარქისა და მთელი საზოგადოებისგან,” – ნათქვამია წერილში.

ცნობისთვის, საკვირაო ქადაგებისას დეკანოზმა თადეოზ სარალიძემ კორონავირუსზე, ვაქცინაციასა და ბავშვების ინფიცირებაზე ისაუბრა და განაცხადა „ბავშვი თუ პარაზიტია, არ ჯობია, პატარა მოკვდეს და სასუფეველში წავიდეს?!”
„ნუ გეშინიათ ბავშვებო, თქვენ არაფერი არ დაგეტაკებათ, მთავარია ვაჟკაცები იყავით, პატიოსნები და ეკლესიის ერთგულები იყავით, ისეთი რამე გააკეთეთ, რომ ქვეყანას გამოადგეთ და გაცოცხლებთ, ბაბუ, თუ არადა, თუ პარაზიტი იქენი, ტელეფონზე დაჯექი, არც სპორტში ივარგე, არც ეკლესიაში, მაშინ არ ჯობია, პატარა მოკვდეს და სასუფეველში წავიდეს, ვიდრე დიდი ვირი გაიზარდოს და უმაქნისი იყოს?“, – განაცხადა დეკანოზმა ქადაგებისას.

x

Check Also

ლაშა ნაცვლიშვილი: ბერა ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი, თავმდაბალი და პატიოსანი ახალგაზრდაა, ვისაც ოდესმე შევხვედრივარ

როგორი უზნეო და ვერაგი უნდა იყოს ადამიანი, რომ მამას და მის მემკვიდრეობას ვერ ერეოდა და ...