Home » მთავარი » ვაშლიჯვრის ესტაკადა რამდენიმე დღეში გაიხსნება

ვაშლიჯვრის ესტაკადა რამდენიმე დღეში გაიხსნება

ვაშლიჯვარი-გელოვანის გამზირის დამაკავშირებელი ესტაკადა 1 კვირაში გაიხსნება, მანამდე კი მაღალი ხარისხის ასფალტის დაგება დაიწყება, – ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილემ, ირაკლი ბენდელიანმა განაცხადა.
მერიის გადაწყვეტილებით, ვაშლიჯვრის ესტაკადაზე გამოყენებული იქნება ისეთივე ასფალტი, როგორიც ბარათაშვილის აღმართზეა.
ბენდელიანის განცხადებით, დასრულდა მოაჯირების მონტაჟი. იმის გამო, რომ ამ ესტაკადის დასრულების შემდეგ იქ იქნება მაღალი ინტენსივობით მოძრაობა, გამოვიყენეთ მაღალი ღორღოვან-მასტიკოვანი ტიპის მაღალი ხარისხის ასფალტი. სამუშაოები დასრულდება დაახლოებით ერთ კვირაში და შემდეგ ჩვენს მოსახლეობას ექნება შესაძლებლობა ისარგებლოს ამ ესტაკადით”.
მარშალ გელოვანისა და პეტრე სარაჯიშვილის ქუჩების გადაკვეთაზე ესტაკადის მშენებლობა გასული წლის ზაფხულში დაიწყო. გზა 2018 წლის დეკემბერში უნდა დასრულებულიყო, თუმცა სამუშაოები თითქმის ერთ წელს გაგრძელდა. უკვე რამდენიმე წელია ადგილობრივი მოსახლეობა მუდმივი საცობის გამო გამონაბოლქვს და გაუსაძლის დაბინძურებულ ჰაერს უჩივის. აღნიშნულ დასახლებაში უჟანგბადობას საცხოვრებელი ბინების მშენებლობების მტვერიც დაემატა, რაც ხშირად ხდება აქაური მოსახლეობის უკმაყოფილების მიზეზი.

Facebook Comments
x

Check Also

“ერთი დრო არავის შერჩენია, ჭირი თავად არ მალავს თავს…”

არჩილ გამზარდია -ერთი დრო არავის შერჩენია. წინა ხელისუფლებასაც არ შერჩა გამოხატვის თავისუფლების ჩაქრობა, არც მიმდინარეს ...