Home » მთავარი » „ვაწარმოეთ ჯენტლმენური კამპანია…მინდა „ოცნების“ კანდიდატს მინდა მას წარმატება ვუსურვო“

„ვაწარმოეთ ჯენტლმენური კამპანია…მინდა „ოცნების“ კანდიდატს მინდა მას წარმატება ვუსურვო“

ოთარ კახიძე

“ნაციონალური მოძრაობა”

 -“როგორც იცით, ვმონაწილეობდი მაჟორიტარულ არჩევნებში თერჯოლა-ტყიბულის ოლქში ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან. მოკლედ მინდა შევაჯამო არჩევნების მიმდინარეობა და შედეგი.

პირველ რიგში, უღრმეს მადლობას ვუხდი თერჯოლა-ტყიბულში ჩვენ ამომრჩევლებს, რომლებმაც მხარი დამიჭირეს. 9286 მოქალაქე (30.66%) მოვიდა და ნდობა გამომიცხადა. ეს ჩემთვის პატივი და ამავე დროს, დიდი პასუხისმგებლობაა.

მინდა ასევე მადლობა გადავუხადო ჩემ შტაბებს თერჯოლასა და ტყიბულში.  ჩვენ ერთად დავდეთ შესაძლებლობის მაქსიმუმი. მოვიარეთ ყველა თემი, უბანი და კორპუსი, ამომრჩევლებს გავაცანით ჩვენი გეგმა, ხედვა, მოსაზრებები.

ჩვენი შტაბის წევრები არიან – ჭკვიანი, მშრომელი, წესიერი და ქვეყნისთვის მართლა გულანთებული ადამიანები. მათი სახით, შევიძინე ახალი სამეგობრო, რომელთან ურთიერთობაც ცხოვრების ბოლომდე გამყვება.

ასევე მინდა ხაზი გავუსვა, რომ ჩემ ოლქში წინასაარჩევნო პროცესმა ჩაიარა პოზიტიურ, მშვიდ და კონკურენტულ გარემოში. ძირითად ოპონენტებს ერთმანეთზე ცუდი არ დაგვცდენია და ვაწარმოეთ ჯენტლმენური კამპანია.

კენჭისყრის დღემ მნიშვნელოვანი დარღვევების გარეშე ჩაიარა. ამომრჩეველთა უმრავლესობამ მხარი დაუჭირა ქართული ოცნების კანდიდატს, რომელმაც უნდა წარმოადგინოს თერჯოლისა და ტყიბულის ინტერესები ხელისუფლებაში. ამ ორ რაიონში არსებული მძიმე სოციალური ფონისა და პრობლემების გათვალისწინებით, ეს არის უზარმაზარი პასუხისმგებლობა და ყველა კეთილ საქმეში მინდა მას წარმატება ვუსურვო.

და ბოლოს – ცხოვრება და ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის ბრძოლა გრძელდება, ყველაფერი წინ არის

 

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

საპარლამენტო უმრავლესობის წევრები სტრასბურგსა და ბრიუსელში შეხვედრებს მართავენ

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით სტრასბურგსა და ბრიუსელში შეხვედრებს მართავს. გუშინ, დელეგაცია, რომლის შემადგენლობაში ...