Home » სამართალი » ვახტანგ გომელაური – შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრძელებს უკომპრომისო ბრძოლას „ქურდული სამყაროს“ წინააღმდეგ

ვახტანგ გომელაური – შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრძელებს უკომპრომისო ბრძოლას „ქურდული სამყაროს“ წინააღმდეგ

შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, სამინისტრო „ქურდული სამყაროს“ წინააღმდეგ უკომპრომისო ბრძოლას მომავალშიც გააგრძელებს. ამის შესახებ მან საკანონმდებლო ორგანოში, კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა.

„სამინისტრო აგრძელებს უკომპრომისო ბრძოლას „ქურდული სამყაროს“ წინააღმდეგ. აქტიური ღონისძიებები ტარდება, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე, საზღვარგარეთ, უცხოელ კოლეგებთან მჭიდრო თანამშრომლობით“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

როგორც შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა აღნიშნა, უწყება კვლავ განაგრძობს ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლას.

„მნიშვნელოვანია ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში, რომლის თანახმად, საქართველო სრულად აკმაყოფილებს ტრეფიკინგის აღკვეთისათვის აუცილებელ საერთაშორისო სტანდარტებს და ინარჩუნებს ადგილს პირველ კალათში“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

x

Check Also

„გრცხვენოდეს ბატონო სერგო” – თენგის ცერცვაძე სერგო ჩიხლაძეს მიმართავს

ინფექციური პათოლოგიებისა და შიდსის ცენტრის ხელმძღვანელი თენგიზ ცერცვაძე სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს, სადაც იგი „სტრატეგია ...