Home » სამართალი » ვახტანგ გომელაური: UNICEF-ის კონცეფციის შესაბამისად, პოლიციის დანაყოფებში ბავშვზე მორგებული გარემოს შექმნა გაგრძელდება

ვახტანგ გომელაური: UNICEF-ის კონცეფციის შესაბამისად, პოლიციის დანაყოფებში ბავშვზე მორგებული გარემოს შექმნა გაგრძელდება

შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატის, ვახტანგ გომელაურის თქმით, სამინისტრო არასრულწლოვნის ინტერესებზე მორგებული გარემოს შექმნაზე მუშაობას განაგრძობს.

„კრიმინალური პოლიციის რეფორმის ფარგლებში, თბილისის პოლიციის დეპარტამენტში შეიქმნა არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველო, რომელიც დედაქალაქის მასშტაბით არასრულწლოვნების მიერ და მიმართ ჩადენილ დანაშაულებსა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე ახდენს რეაგირებას. სამინისტრო აგრძელებს არასრულწლოვნის ინტერესებზე მორგებული გარემოს შექმნაზე მუშაობას. სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობებში, UNICEF-ის კონცეფციის შესაბამისად, ბავშვზე მორგებული გარემო შექმნილია თბილისში, რუსთავსა და ქუთაისში. 2021 წელს გაგრძელდება მსგავსი სივრცეების მოწყობა
პოლიციის დანაყოფებში“, – განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა, ვახტანგ გომელაურმა.

x

Check Also

თამარ გაბუნია: „ფაიზერის“ ვაქცინა საქართველოში, სავარაუდოდ, 22 მარტის კვირაში შემოვა

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, „ფაიზერის“ ვაქცინა საქართველოში სავარაუდოდ, 22 მარტის კვირაში შემოვა. „წინასწარი ...