Home » პოლიტიკა » ვახტანგ მეგრელიშვილი – ოპოზიციის შიგნით სამუშაო გვაქვს ჩასატარებელი, რათა მეხუთე რაუნდი წინა რაუნდების მსგავსი არ გამოვიდეს

ვახტანგ მეგრელიშვილი – ოპოზიციის შიგნით სამუშაო გვაქვს ჩასატარებელი, რათა მეხუთე რაუნდი წინა რაუნდების მსგავსი არ გამოვიდეს

ოპოზიციის შიგნით სამუშაო გვაქვს ჩასატარებელი, რადგან მეხუთე რაუნდისთვის მომზადება ძალიან მნიშვნელოვანია, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა მოლაპარაკებებთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, „გირჩისთვის“ მნიშვნელოვანია მათ მოთხოვნებზე არა მხოლოდ „ქართული ოცნების“ თანხმობა, არამედ ისეთი პარლამენტის ფორმირება, სადაც მოთხოვნების განხორციელება იქნება შესაძლებელი.

„ახლა ჩვენ ოპოზიციის შიგნით ჩასატარებელი გვაქვს სამუშაო, რადგან მეხუთე რაუნდისთვის მომზადება ძალიან მნიშვნელოვანია. მეხუთე რაუნდი არ უნდა გამოვიდეს ისეთი, როგორც წინა რაუნდები. თუ ჩვენ მოვემზადებით ამ მეხუთე რაუნდისთვის, გვექნება წარმატების შანსი. აქედან გამომდინარე, „ქართულ ოცნებამდე“ საშინაო დავალება გვაქვს გასაკეთებელი. ჩვენს მოთხოვნებზე „ქართული ოცნების“ დათანხმება არ გვყოფნის, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, პარლამენტი ისეთი ფორმატით შედგეს, რომელიც მათი განხორციელების საშუალებას მოგვცემს. აქედან გამომდინარე, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, მთლიანად პროცესი დასრულდეს შეთანხმებით და რაღაცნაირად გადავლახოთ ის ეტაპი, როდესაც ერთმანეთს არ ვეთანხმებით. ჩვენ მუდმივად ვართ ამ რეჟიმში.ალბათ მომავალი კვირიდან თითქმის სრულ სპექტრს შევხვდებით“, – განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.

x

Check Also

თუ სააკაშვილი უნდა გახდეს შემდეგი უზურპატორი, არათუ შევალ პარლამენტში, არამედ ვეცდები, რომ „ქართულ ოცნებასთან“ ერთად ყველაფერი გავაკეთო იმისთვის, რათა ამ ხალხს ჩავუხსნათ მანდატები, ისეთი მოხდეს, რომ მათ პოლიტიკაში ადგილი აღარ ჰქონდეთ – ვახტანგ მეგრელიშვილი

„გირჩის“ ლიდერის განცხადებით, თუ „ქართული ოცნება“  დაარწუმებს, რომ არ სურს  ქვეყანაში ხელისუფლების უზურპაცია, მაშინ, პარლამენტში ...