Home » მთავარი » “ვგმობთ ნებისმიერ ძალადობრივ ქმედებას!”-სამძიმრის წერილი

“ვგმობთ ნებისმიერ ძალადობრივ ქმედებას!”-სამძიმრის წერილი

დავით უსუფაშვილმა თურქეთში განვითარებული მოვლენების გამო დიდი ეროვნული მეჯლისის თავმჯდომარეს, ისმაილ ქაჰრამანს სამძიმრის წერილი გაუგზავნა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა, თურქეთში განვითარებული მოვლენების გამო, თურქეთის რესპუბლიკის დიდი ეროვნული მეჯლისის თავმჯდომარეს, ისმაილ ქაჰრამანს სამძიმრის წერილი გაუგზავნა, სადაც თურქ კოლეგას პარლამენტის სახელით მიუსამძიმრა და თურქ ხალხს სოლიდარობა გამოუცხადა.

პატივცემულო კოლეგა,
საქართველოს პარლამენტის სახელით, ვუსამძიმრებ და თანაგრძნობას ვუცხადებ თურქეთში განვითარებული მოვლენების შედეგად გარდაცვლილთა და დაშავებულთა ოჯახებსა და ახლობლებს. 
ვგმობთ ნებისმიერ ძალადობრივ ქმედებას, მიმართულს ქვეყნის კონსტიტუციური წესრიგის წინააღმდეგ. სოლიდარულები ვართ თურქი ხალხის მიმართ და მხარს ვუჭერთ ჩვენი მნიშვნელოვანი პარტნიორის ძალისხმევას დაამკვიდროს მშვიდობა ქვეყნის მასშტაბით და გააძლიეროს დემოკრატიული ინსტიტუტები და კანონის უზენაესობა.
თქვენო აღმატებულებავ, ვსარგებლობ შემთხვევით და გამოვხატავ თქვენდამი ჩემს ღრმა პატივისცემას, – ნათქვამია სამძიმრის წერილში.

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

ქართული ოცნების წევრი ფეისბუქზე ოპოზიციის ლიდერებს, ჟურნალისტებსა და აქტივისტებს აგინებს

მარიამ ახალკაცი თბილისის საკრებულოს ქართული ოცნების წევრი ერეკლე კუხიანიძე, რომელმაც ვაჟა გაფრინდაშვილსა და მის ოჯახს ...