Home » მთავარი » „ვგმობთ ხვალინდელ არჩევნებს, ეს არის უმსგავსო და ინფანტილისტური ვაკხანალია!“

„ვგმობთ ხვალინდელ არჩევნებს, ეს არის უმსგავსო და ინფანტილისტური ვაკხანალია!“

ოკუპირებულ აფხაზეთში 12 მარტს საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას აფხაზეთის მთავრობის მრჩეველთა ბიუროს წევრი კახაბერ თორია ეხმიანება და ამბობს, რომ  საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, მის ტერიტორიაზე განხორციელებული ნებისმიერი ქმედება არის არალეგიტიმური.

ჩერჩილი:

“თუ ჰიტლერი დაიპყრობდა ჯოჯოხეთს, მე სულ მცირე ვეცდებოდი საქმის ჩაწყობას ეშმაკთან”. 

პატივცემულო საზოგადოებავ, მოგეხსენებათ, რომ ხვალ 12 მარტს დე-ფაქტო აფხაზეთში ტარდება ე.წ, საპარლამენტო არჩევნები. კონიუნქტურა საკმაოდ დამაინტრიგენელია და ერთმანეთს შეერკინებიან დაახლოებით 4-5 ძალა, რომელთაგან რამოდენიმე აგრესიულობითა და სხვა ქვეყნის ძალების ლობირებით გამოირჩევიან. თავიდანვე უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, მის ტერიტორიაზე განხორციელებული ნებისმიერი ქმედება არის არალეგიტიმური და მხოლოდ კვაზი-სახელმწიფოებრივი წარმონაქმის ამპლუაში, სხვა პოლიტიკური მარიონეტიზირებით დაინტერესებული აქტორის პროვოცირებული ქმედება…

სხვა საკითხია პოლიტიკური კულტურით და გამოცდილებით დეფიციტური წარმონაქმნის მიამიტური და ასევე მხოლოდ პრიმიტიულ ეშმაკობას დაფუძნებული ქმედებების კასკადის იმპლემენტაციის მცდელობა, რადგან აფხაზეთის დე-ფაქტო სუბიექტი გარდა რამოდენიმე ანგაჟირებულად დაინტერესებული სუბიექტის ფსევდო აღიარების საგანი და არცერთ ნორმალურ ქვეყანას და რაც მთავარია გაეროსაც არ უღიარებია ის, რაც თავისთავად მეტყველებს მათი უპერსპექტივო მიზნების განუხორციელებაზე. საკმარისია, ჩვენმა ცენტრალურმა ხელისუფლებამ მიუშვას თვითდინებაზე უხილავი ჩაურევლებილს პრინციპით აფხაზური ეთნოსი და დავინახავთ, რომ მანდ ყვავის ნარკომანია და კრიმინალი, სპიდით ინფიცირებულთა ათასობით მასა, ეკონომიკური კონტურების არავითარი ნიშანწყალი, ინფრასტრუქტურული კოლაფსი და სიციალურ-ეკონომიკირი მეგა-რეგრესი.

ამასთან, დესანტივით გადმოსხმულ-გამრავლებულია სომხური დიასპორა, რაც თავისთავად საჭიროების შემთხვევაში რუსული ზეწოლის ბერკეტად წარმოჩინდება და სხბა ეთნიკურ უმცირესობებთან ერთად აფხაზების მედგარ სულს მისცემს ხისტ ნიშანს მასზედ, რომ ისინი რბილი ძალის ალყაში არიან და თავაწყვეტილობის შემთხვებვაში პოლიტიკური განლაგება წამებში შეიცვლება. ახლა რაც შეეხება არცევნებს, მოგეხსენებათ რომ ხაჟინბას პოზიციების სიმყარის და ლობირების მიუხედავად, მას ოპოზიციამ საკმაოდ სოლიდურ თანამდებობებზე კოოპტაციის წესით დაუნიშნა მოადგილეები, რაც მისი ძალაუფლების სეკვესტრს და მინიმუმ გაკონტროლებას ნიშნავს, ასევე, აღსანიშნავია, პოლიტიკურ ესტრასაზე კვლავ ანქვაბის დაბრუნება, რომელსაც საკმაოდ სოლიდური მხარდამჭერები ყავს სამურზაყანოს ჩათვლით და შესაძლოა საკმარისი ხმებიც აიღოს, რადგან ერთდროულად სამ ოლქზეა წარდგენილი. მართალია, მის გასანეიტრალებლად ძველი მეომრები ძველივე საქმეების გამოძიებას ითხოვენ, მაგრამ ეს უკვე დაგვიანებული და არადივიდენტური ქმედებაა მათთვის, რადგან პოლიტიკას არ აინტერესებს რეტრო-სამართლებლივი დარღვევები და ვინც საქმის კურსსშია, ანქვაბის მიერ “დენიკინის” დროინდელი დარღვევები სოხუმიდან უკანდახევაზე ბრძანების გაცემაზე და ავთო იოსელიანისთვის აღჭურვილობის გადაცემაზე და ა. შ. რეტრო პოლიტიკური გადაწყვეტილებებზე, რისი რეინკარნაცია მიმდინარე სამართალს ძალიანაც არ შეუძლია, მითუფრო ამ ინტენსიურ აქტივობებში, რომელსაც არჩევნების ჩატარება ქვია.

მოკლედ, სამურზაყანოელების, სომხების, რუსების და თითოოროლა ბერძნების თუ სხვა ეთნოსების საკითხი კვლავდაკვლავ კატასტროფულად ჩანს აფხაზე\თის რეალობაში და ეს მონოეთნიკური მიდგომები და ფობიები სულ უფრო და უფრო უარყოფითად იმოქმედებს აფხაზური ეთნოსის რეპუტაციაზე, ისედაც “ინვალიდურ” საერთაშორისო ფონზე.

ამასთან, სიტყვამ მოიტანა და, თავი რომ დავანებოთ საქართველოს შიდასამართლებრივ კონსტიტუციას-აგებულებას, რის ფარგლებშიც ერთმნიშვნელოვნად დასაგმობია მსგავსი არალეგალური და პოლიტიკურად ანგაჟირებული ქმედებები არჩევნების სახით, საერთაშორისო სამართლის ფუძემდებლური ნორმებითაც ეს ყველაფერი არის ნონსენსი და უპერსპექტივო არალეგიტიმური ქმედება, სანამ საერთაშორისო სამართლითვე აღიარებული პრიმა ნორმებით, რომლის მიხედვითაც დევნილს აქვს უაპელაციო უფკება თავის კერძო საკუთრებაზე სამარადჟამოდ და ასევე დაბრუნების კარდინალური უფლებაც, რა დროს ეს ბანანის ქვეყნების დონის არჩევნებია და სანამ დროა ჩვენმა ხელისუფლებამ აშშ და რუსეთთან ტრიადაში უნდა მიაღწიოს შეთანხმებებს თუ გარიგებებს, რათა აღმოიფხვრას ეს უმსგავსო და ინფანტილისტური ვაკხანალია ამ გეოპოლიტიკურ სივრცეში.

ამდენად, ჩვენ კვლავინდებურად ვგმობთ ამ არჩევნებს და მრავალსაუკუნოვანი სახელმწიფოებრიობის სიდინჯით მედგრად და მტკიცედ დაველეოდებით ისტორიული სამართლიანობის აღზევებას.

Facebook Comments
x

Check Also

გახარია პარლამენტში საპროტესტო აქციის ფონზე შევიდა

დღეს, გიორგი გახარია საქართველოს პარლამენტში საპროტესტო აქციის ფონზე შევიდა. პარლამენტთან “შეცვალეს”  წევრების აქცია მიმდინარეობა. -გვახსოვს ...