Home » მთავარი » “ვერაფერს მივიღებთ ხალხი, თუ მეტი მოთხოვნა და პრეტენზიები არ წავუყენეთ ხელისუფლებას!”

“ვერაფერს მივიღებთ ხალხი, თუ მეტი მოთხოვნა და პრეტენზიები არ წავუყენეთ ხელისუფლებას!”

არჩილ გამზარდია

-“რა ელემენტარული თემებია, რომ მინისტრი მოსახლეობას არ უნდა მიმართავდეს ცინიკურად, თუ არაჰეჯირებული სესხი გაქვს, გაუნათლებელი და უმეცარი ხარო;

ხოლო პრემიერი კიდევ არ უნდა გვხიბლავდეს მხოლოდ იმითი, რომ კარგად დავარცხნილი თმა აქვს და საუბრობს სასიამოვნოდ, ამას თავის დროზე ცეკას მდივნებიც შესანიშნავად ახერხებდნენ;

სხვა საქართველოში ცხოვრობს ხელისუფლება (ზოგადად, პოლიტიკური სპექტრი) და სხვა საქართველოში ვცხოვრობთ ჩვენ ჩვენი სესხებით, იმედგაცრუებებით, ყოველდღიური გაჭირვებით, მაღაზიასა და აფთიაქში შესვლის შიშით და ა.შ.

ჩვენი მოთხოვნები კი მინიმუმზეა დაყვანილი ხელისუფლების მიმართ, საკმარისია რომ ქუჩაში არ გვხოცავს პოლიცია, რომ პრემიერი არ იგინება და არ დევნის ხალხს და რომ კარგი თამადური ტექსტებით ლაპარაკობს;

არადა ჩვენ ყოველდღიურად ვუხდით მათ ანაზღაურების 20%-ს, გადასახადებს, ვისაც ბიზნესი აქვს, მოგების წილს და ა.შ. ძალიან ძვირს ვუხდით მოსახლეობა ხელისუფლებას ელემენტარულ კმაყოფილებაში;

ხელისუფლებისადმი ასეთი ნომინალური მოთხოვნები, რაც ჩვენ გვაქვს, იგივეა რაც ერთ ცალ პურში ჩვენი ხელფასი გადაგვეხადოს და გვიხაროდეს, მთავარია პური ხომ ცხვება და არ გვწამლავსო.

ვერაფერს მივიღებთ ხალხი, თუ მეტი მოთხოვნა არ წავუყენეთ ხელისუფლებას და მეტი პრეტენზიები არ განვუცხადეთ, მეტი უკმაყოფილება არ გამოვხატეთ და მეტად არ ვაკრიტიკეთ.

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

შალვა ნათელაშვილი – ოცი წელია, მანდატის გარეშე კისერს ვუგრეხ ყველა ჯურის ხელისუფლებას, ახალი არჩევნები თუ არ იქნება, რევოლუცია გარდაუვალია

ოცი წელია, მანდატის გარეშე კისერს ვუგრეხ ყველა ჯურის ხელისუფლებას და ეს იქნება მესამე, რომელსაც მანდატის ...