Home » მთავარი » ვერ მივცემდი „რუსთავი 2“-ის საქმეს ასეთ დახასიათებას, რომ ეს პოლიტიკური სახისაა

ვერ მივცემდი „რუსთავი 2“-ის საქმეს ასეთ დახასიათებას, რომ ეს პოლიტიკური სახისაა

-“მე ვერ მივცემდი  „რუსთავი 2“-ის საქმეს ასეთ დახასიათებას, რომ ეს არის პოლიტიკური სახის საქმე, – ამის შესახებ ამერიკის ელჩმა საქართველოში იან კელიმ განაცხადა.

მისი თქმით, „რუსთავი 2“ არის ოპოზიციური ტელევიზია და მნიშვნელოვანია, რომ არჩევნებამდე ღია დარჩეს.

„რაც შეეხება “რუსთავი 2“-ის საქმესთან დაკავშირებულ გამოკითხვის შედეგებს, მე ვერ მივცემდი ასეთ დახასიათებას, რომ ეს არის პოლიტიკური სახის საქმე, მაგრამ მე ადრეც ვთქვი, რომ „რუსთავი 2“ არის ოპიზიციური წამყვანი ტელევიზია, შესაბამისად მნიშვნელოვანია, რომ არჩევნებამდე ის დარჩეს ღია”, – განაცხადა იან კელიმ.

სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის დაკვეთით გერმანულ-ამერიკულმა ორგანიზაცია GFK-მ სოციოლოგიური კვლევები გამოაქვეყნა.

კითხვა ასე იყო დასმული, “რუსთავი 2”-ის საქმესთან დაკავშირებით ჩამოთვლილთაგან რომელი უკეთ ასახავს თქვენს დამოკიდებულებას?

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, პასუხები ასე გადანაწილდა – კერძო დავა – 29.3%; პოლიტიკურად მოტივირებულია – 38.9%; ორივე – 14.4%; უარი პასუხზე – 3.8%; არ ვიცი – 13.9%;

რაც შეეხება პოლიტიკური პარტიების რეიტინგებს, ელჩის განმარტებით, კვლევები მხოლოდ ერთ კონკრეტულ სურათს იძლევა.

კვლევის მიხედვით, კითხვაზე – თუ ჩავთვლით, რომ 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობთ, რომელ პარტიას მისცემდით ხმას, გამოკითხულთა 22.4%-მა დაასახელა “ქართული ოცნება”, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” კი  – 21.7%-მა;  გამოკითხულთა 7.8% “სახელმწიფო ხალხისთვის  – პაატა ბურჭულაძეს” ასახელებს

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

12 წელი – ჩვენ აღარასოდეს გავიმეორებთ წარსულის შეცდომებს, მშვიდობას ალტერნატივა არა აქვს…

12 წელი სრულდება მას შემდეგ, რაც ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში უმძიმესი დღეები გამოვიარეთ. 2008 წლის ...